აზერბაიჯანში იმპორტირებული AI-95 (Premium)–ისა და AI-98 (Super)–ის მარკის საწვავის ფასი გაიზარდა (შესაბამისად0,74 და 0,88 USD). ამჟამად AI-95–ის მარკის ბენზინის ფასია 1,25 AZN, ხოლო AI-98–ის — 1,50 AZN.
გაძვირებამდე ამ მარკის ბეზინის ერთი ლიტრი 0,95 და 1,10 AZN ღირდა. ამრიგად, სუპერის მარკის ბენზინი 13,6 პროცენტით გაძვირდა.
ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR ფასების ზრდას ბენზინის ამ მარკების უცხოეთიდან (კერძოდ, რუმინეთიდან) იმპორტით ხსნის, და დასძენს, რომ ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასების ტენდენციების შესაბამისად ყალიბდება. ამ მარკების ბენზინის იმპორტირდება, მის ფასს აზერბაიჯანის მთავრობის სატარიფო საბჭო არ არეგულირებს. ახალი ფასები დიდწილად „ლუქსის“ კლასის ავტომობილების მფლობელებზე აისახება, – ამბობენ SOCAR–ში.
ხელისუფლება ირწმუნება, რომ ფასების ზრდა რესპუბლიკაში წარმოებულ და მძღოლების უმრავლესობის მიერ გამოყენებად AI-92 მარკის ბენზინსა და დიზელის საწვავს არ შეეხება.
თავის მართლების მიზნით,SOCAR–ში იმასაც დასძენენ, რომ წელს premium–ისადა super–ის მარკის ბენზინის ფასმა მეზობელ რუსეთსა და საქართველოშიც მოიმატა.
„აზერბაიჯანში AI-95premium–ის მარკის ბენზინი 0,74 დოლარი ღირს, უკრაინაში კი საწვავის ეს მარკა 0,31 დოლარით უფრო ძვირია, და ლიტრი 1,05 დოლარი ღირს. AI-95 premium–ის მარკის საწვავი მეზობელ საქართველოში 0,86 დოლარი ღირს, ანუ – 0,12 დოლარით უფრო ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანში. თურქეთში ბენზინის ეს სახეობა 1,45 დოლარი ღირს, რაც აზერბაიჯანთან შედარებით 0,71 დოლარით მეტია. სომხეთში AI-95 პრემიუმი 0,85 დოლარად იყიდება, რაც აზერბაიჯანულ ფასზე 0,11 დოლარით მეტია. დაახლოებით ასეთივე სურათია super–ის მარკის ბენზინთან დაკავშირებითაც“, – წერს ვებგვერდი report.az.
სოციალურ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდას ნეგატიური რეაქცია მოჰყვა:
„როგორც ამბობენ, თუკი იმპორტირებული ბენზინის ფასს მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავს, მაშინ მუდმივად რატომ ძვირდება, და არსდროს იაფდება? ეს რა ბაზარია, როდესაც ქვეყანაში ერთადერთი მონოპოლისტი SOCAR–ია?“
“სანავთობო ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, როდესაც სათანადო ტექნოლოგიების არქონის გამო, ბენზინის იმპორტზეა დამოკიდებული. როგორ უნდა გქონდეს ჭკუა მოწყობილი, რომ თანამედროვედ აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თურქეთში ააშენო, და არა შენს ქვეყანაში“ (იგულისხმება SOCAR -ის შვილობილი საწარმო, ქარხანა STAR Rafinery იზმირში).