აზერბაიჯანს პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა
შეჩერებულია საერთაშორისო ორგანიზაციაში „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ აზერბაიჯანის წევრობა, რამაც შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს აზერბაიჯანის ევროპასთან შემაერთებელი გაზსადენისთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარის კრედიტები.
ეს გადაწყვეტილება ბოგოტაში(კოლუმბია) 9 მარტს ორგანიზაციის სხდომაზე მიიღეს.
ორგანიზაცია „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ აერთიანებს ხელისუფლებას, კომპანიებსა და არასამთვრობო ჯგუფებს. ამ ჯგუფის ამოცანაა რესურსებით მდიდარი ქვეყნების უფრო ეფექტური მმართველობის სტიმულირება.
კერძოდ, ქვეყნები,რომლებიც ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიან, ვალდებულები არიან უზრუნველყონ საზოგადოებასა და მედიაში ღია საჯარო განხილვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების მეთოდების, მათი გაყიდვის ხერხებისა და მიღებული შემოსავლების განაწილების სისტემის შესახებ.
სანაცვლოდ, ორგანიზაციის წევრი-ქვეყნები დადებით რეიტინგს იღებენ, რაც მათთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტების მიღებას აიოლებს, ასევე ანიჭებს მათ სხვა ეკონომიკურ უპირატესობებს.
აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გახდა, რომელიც 2005 წელს გაწევრიანდა ორგანიზაციაში „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“, მისი დაარსებიდან ორი წლის შემდეგ.
პრობლემები 2014 წელს დაიწყო, როდესაც აზერბაიჯანი ადგილობრივი არასამთვრობო ორგანიზაციების თვისუფლების შემზღუდავი გადაწყვეტილებების მიღებას შეუდგა.
კერძოდ,ორგანიზაციამ „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოსთხოვა:
- გრანტებისა და დონორების რეგისტრაციის სისტემის გამარტივება;
- სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვების გაუქმება
- მათ ანგარიშებზე ყადაღის მოხსნა
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორგანიზაციის „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ მმართველობამ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის მთვრობა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მაშინ 2015 წლის აპრილში ქვეყნის სტატუსში კანდიდატი ქვეყნის სტატუსამდე დაეცა.
ქვეყანას მაშინვე შესთავაზეს კონკრეტული ნაბიჯების გეგმა, რომელიც სიტუაციას გააუმჯობესებდა – და ორგანიზაციაში აზერბაიჯანის სრულფასოვანი წევრობა აღდგებოდა.
მმართველობამ ბაქოს ვადა 2017 წლის მარტამდე მისცა. თუმცა, ორგანიზაციის „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ აზრით, გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ იყო.
კერძოდ, სახელდება შემდეგი დარღვევები, რომელთა გამოც, აზერბაიჯანს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდა:
- ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ვალებულები არიან ყოველ ორ წელიწადში დაადსტურონ ან თავიდან გაიარონ აკრედიტაცია;
- ისინი ასევე ვალდებულნი არიან ყველა მისაღები გრანტი იუსტიციის სამინისტროში დაარეგისტრირონ;
- უცხოელმა დონორებმა ოფიციალურად უნდა დაარეგისტრირონ გრანტები, რომლებსაც ინდივიდუალურ პირებზე გასცემენ.
აზერბაიჯანი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ ნაწილობრივ შეასრულა ეს მოთხოვნები. იგივე დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ჯგუფმაც, რომლებსაც პროსახელისუფლებო რეპუტაცია აქვთ.
თუმცა, ცნობილი არასამთვრიბო ორგანიზაციების ჯგუფმა ზემოთ აღნიშნული უარყო და ორგანიზაციას „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ იმის დამადასტურებელი ფაქტები წარუდგინა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ჯგუფებისთვის საქმიანობა ისევ შეუძლებელია. მაგალითად, ბევრი აქტივისტი იმყოფება ეგრეთ წოდებული „სტოპ-ფურცლის“ აღრიცხვაზე და არ შეუძლიათ ქვეყნიდან გასვლა, ხოლო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ისევ არ აქვს მოხსნილი ყადაღა.
ბოგოტაში გამართულ სხდომაში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის საბჭოს კოორდინატორი გუბად იბადოღლუ, რომელიც ორგანიზაციის „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ საერთაშორისო მმართველობის წევრიც არის.
გუბად იბადოღლუმ Facebook -ის თვის გვერდზე დაწერა:
„მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის გარიცხვას ისეთი პრესტიჟული ორგანიზაციიდან… სერიოზული შედეგები მოჰყვება. ხელისუფლებამ ყველანაირი ღონე უნდა იხმაროს, რომ ორანიზაციის „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ წევრად დარჩეს და დაწყებული რეფორმები გააგრძელოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უამისოდაც ცუდი საინვესტიციო გარემო უფრო გაუარესდება. დაიწევს თავად ქვეყნის და იმ ეროვნული კომპანიების საკრედიტო რეიტინგი, რომლებიც მოპოვებით მრეწველობაში საქმიანობენ.
ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტების მიღებას გაართულებს“.
- საერთშორისო ორგანიზაციის „გამჭვირვალობის ინიციატივა მოპოვებით მრეწველობაში“ წევრობა ასევე შეუჩერდა კიდევ სამ ქვეყანას: ტაჯიკეთს, ყირგიზეთს და სოლომონის კუნძულებს.
- ორგანიზაციის ახალი, 52-ე წევრი გახდა სომხეთი – მაგრამ იმ პირობით, რომ მის ანგარიშებში მთიანი ყარაბარისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების საქმიანობა არ აისახება.