ცხინვალში ელექტრონული გადახდის ტერმინალები ამუშავდება
ცხინვალში პირველად გადახდის ახლებური სისტემა – ელექტრონული გადახდის ტერმინალები ამოქმედდება. ტერმინალების მეშვეობით ცხინვალის მცხოვრებლებს საშუალება ერქნებათ მობილური ტელეფონის ანგარიში შეავსონ და სახელმწიფო გადასახადები და კომუნალური მომსახურების საფასური გადაიხადონ.
კომპანია „სისტემას“ გენერალური დირექტორის, ანდრეი კაბისოვის თქმით, ცხინვალში ელქტრონული ტერმინალების შემოღების სამუშაოები დაახლოებით ხუთ წელიწადს მიმდინარეობდა და რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„ რუსეთში რამდენიმე საგადსახადო კომპანია არსებობს. ჩვენ თავიდან კომპანია Qiwi-სთან გვინდოდა ხელშეკრულების დადება, მაგრამ ამ კომპანიამ ჩვენი გადასახადების დამუშავებაში ძალიან დიდი პროცენტი მოითხოვა. ამის შემდეგ აქ დავაყენეთ ჩვენი სერვერი, რომელიც მონაცემებს სხვა რუსული კომპანიის -„სისპლატის“, დახმარებით ამუშავებს“, – თქვა კაბისოვმა.
მისი სიტყვებით, კომპანია „მეგაფონ სამხრეთი ოსეთთან“ ერთად სულ 35 ტერმინალის დადგმა იგეგმება, 15 მათგანი უკვე მზადაა გამოყენებისთვის.
უკვე მომავალ კვირას კომპანია „სისტემა“ცხინვალის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩებში ოთხი ტერმინალის დადგმას აპირებს. დანარჩენი 11 ტერმინალის დაყენებას კერძო მეწარმეებსა და დაწესებულებებს შესთავაზებენ.
ტერმინალით სარგებლობისას საკომისიო გადასახადი 7 პროცენტი იქნება, რომელშიც საბაკო პროცენტი, რუსული საგადასახადო სისტემის მომსახურება და ოპერატორი კომპანიის ხარჯები შედის. თუმცა, კაბისოვის თქმით, თუკი ორგანიზაციები, მაგალითად – საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობა, საკომისიო ხარჯების საკუთარ თავზე აიღებენ, მაშინ ქალაქის მაცხოვრებლებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვის მომსახურება უფასო გახდება.
სტატიაში გამოთქმული აზრები ავტორის ტერმინოლოგიასა და შეხედულებებს გადმოსცემს და აუცილებელი არ არის, რედაქციის პოზიციას ასახავდეს.