ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
28 ნოემბერს ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიიდან გაუშვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ხვასონ-15“. მან 4,5 ათას კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და 53 -წუთიანი გაფრენის შემდეგ იაპონიის დასავლეთი სანაპიროდან 210 კმ-ის დაშორებით დაეშვა. ამის შესახებ CNN, ევროკორეულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით, იუწყება.
ეს 15 სექტემბრის შემდეგ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პირველი სარაკეტო გამოცდა იყო. ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ გუშინდელი გამოცდა ჩრდილოეთი კორეის „სახელმწიფო ბირთვული ძალების“ შექმნის დასრულების აღმნიშვნელი იყო.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებიან, რომ „ხვასონ-15“ – ჩრდილოეთი კორეის ყველაზე მძლავრი ბალისტიკური რაკეტაა. ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლების თქმით, მას აშშ-ის ნებისმიერ წერტილში შეუძლია სამიზნის განადგურება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ხვასონ-15“ -კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მართლაც ყველაზე მძლავრი რაკეტაა. მისი მთავარი უპირატესობაა – მასზე უმძიმესი ბირთვული ქობინის დამაგრების შესაძლებლობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა რაკეტის გამოცდის ჩატარება მტკიცედ დაგმო. მისი თქმით, აშშ ძველებურად ეძებს ჩრდლოეთ კორეასთან კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან გზებს, თუმცა ამ ქვეყნის მიმართ გაორმაგებული საერთაშორისო ზეწოლისკენ მოუწოდებს.
გუშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან მორიგი აგრესიის გამოვლენის თაობაზე აზრი გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მან განაცხადა, რომ ამერიკა „ამას უმკლავდება და სიტუაცია დაწყნარდება“ – ასევე ტრამპმა ჩრდილოეთი კორეის ლიდერს კიმ ჩენინს „დიდი ლეკვი“ უწოდა.
სამხრეთ კორეამ რაკეტის ამოქმედებას პრაქტიკულად მომენტალურად უპასუხა და სამი თავისი რაკეტა გაუშვა. ჩაერთო სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სეულს ამით იმის ჩვენება უნდა, რომ ის – დამოუკიდებელი მოთამაშეა, და აშშ-ის დახმარების გარეშეც შეძლებს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მოგერიებას.
ჩინეთისა და რუსეთის ხელისუფლებებმა ჩრდილოეთი კორეის ქმედება ასევე დაგმეს.