უკრაინაში ხარკოვის მახლობლად საბრძოლო მასალების საწყობები ფეთქდება
ხარკოვის ოლქში, ბალაკლეაში 23 მარტს, დაახლოებით ღამის სამ საათზე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებები და ხანძარი დაიწყო.
ქალაქსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში ევაკუაცია გამოცხადდა. მთავარი სამხედრო პროკურორის მონაცემებით, ხანძარი დივერსიის შედეგად გაჩნდა.
ბალაკლეადან და მიმდებარე რაიონებიდან დაახლოებით 20 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
შემთხვევის ადგილიდან ონლაინ-ტრანლაციას უძღვება hromadske.ua.
წესრიგს დაახლოებით 600 სამართალდამცავი უზუნველყოფს. ადგილზე მოსახლეობის ევაკუაციისთვის 6 პუნქტი მუშაობს.
დაზიანების ზონაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია. აკრძალულია საავტომობილო,სარკინიგზო და საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე შექმნილია საგანგებო სიტუაციის სალიკვიდაციო შტაბი. დაღუპულების შესახებ ჯერჯერობით მონაცემები არ არსებობს.
როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი სტეპან პოლტორაკი აცხადებს, აფეთქებების ადგილის თავზე საჰაერო სივრცე დაკეტილია. მისი თქმით, საწყობში მომხდარ აფეთქებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.
პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი შემთხვევის ადგილას გაემგზავრა.