ტოპ 10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ
ყოველწლიურად საქართველოს ათასობით ადამიანი ტოვებს, რომ ქვეყანაში არსებულ უმუშევრობას გაექცეს და სამუშაო საზღვარგარეთ იშოვოს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სამსახურის მძებნელები საქართველოშიც ჩამოდიან.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შრომითი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება.
• ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები უფრო მეტ ფულს აგზავნიან საქართველოში, ვიდრე რუსეთში დასაქმებულები
• სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის
2019 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 12 525 მოქალაქე მუშაობდა, რაც 828 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც “ბიზნესპრესნიუსმა” გამოითხოვა, 2018 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, 2017 წელს კი ქვეყანაში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში სულ 106 ქვეყნის მოქალაქე მუშაობს. მათ შორის არის ბურუნდის რესპუბლიკის ერთი მოქალაქეც, ერთი კოსტარიკელიც, ერთი ომანის სასულთნოდან და ა.შ.
ეს კი არის ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი ადამიანია ჩამოსული:
1. თურქეთი – 2 828
2. აზერბაიჯანი – 1 433
3. ჩინეთი – 1 411
4. უკრაინა – 1 372
5. რუსეთი– 1 148
6. ირანი – 771
7. სომხეთი – 495
8. ინდოეთი – 390
9. ყაზახეთი – 317
10. ბელორუსი – 198
ფოტო: დავით მძინარიშვილი/REUTERS