სომხეთში 1990 წლის დარბევის მსხვერპლებს პატივი მიაგეს
ერევანში 13 წლის წინ ბაქოში მომხდარი სომხების დარბევის 30-ე წლისთავს აღნიშნავენ.
როგორც სომხეთში მიიჩნევენ, 1990 წელს, 13-დან 20 იანვრის ჩათვლით, აზერბაიჯანის დედაქალაქში პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ რამდენიმე ათასი მომხრე ეროვნული ნიშნით მასობრივ დარბევას აწყობდა.
სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა 50-დან 100 ადამიანამდე. სომხეთში მიაჩნიათ, რომ მსხვერპლი მეტი იყო.
აზერბაიჯანში ოფიციალური დონეზე დარბევის ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა იმ მოვლენებთან დაკავშირებით მიღებულია დუმილის შენარჩუნება. როგორც აზერბაიჯანში თვითმხილველები ჰყვებიან, დარბევა ორ დღეს გრძელდებოდა და ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე გაჩაღებული ეროვნებათაშორისი შუღლის და სომხეთიდან დევნილების ნაკადის სტიქიურ შედეგად იქცა.
• სამი წელი ყარაბაღში მომხდარი „აპრილის ომიდან“ . რა შეცვალა მან?
• ყარაბაღი: რატომ აღადგენენ სომხები მეჩეთებს?
სომხეთის ხელისუფლებამ სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან ერთად ციცერნაკაბერდის მემორიალური კომპლექსი მოინახულა და ბაქოში მომხდარი დარბევის მსხვერპლთა სამახსოვროდ იქ ყვავილები მიიტანა.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გზავნილი, რომელშიც ნათქვამია:
„ამ მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანში ბაქოს დარბევის მსხვერპლთა მიმართ არავითარი პატივისცემა ან თანაგრძნობა არ არსებობს. ის მცირე ნაწილი, ვინც თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში ბაქოში სომხების ტრაგედიის ხსენება მაინც გაბედა, „სამარცხვინო ბოძზე“ გააკრეს და ოფიციალურად მოღალატეებად აღიარეს“.
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ასევე წერს, რომ „სომხების განადგურებისა და დეპორტაციის ახალ მცდელობებს აღარ არ დაუშვებს“.