სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უცხოელ თანამემამულეებს მომავალი სამშობლოს მშენებლობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა
გაზიარება
გაზიარება
პრემიერ მინისტრმა ხალხს მოუწოდა, რომ სხვების იმედი ნუ ექნებათ და საკუთარი ძალებით შექმნან თავიანთი სამშობლოს მომავალი: „ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდაუვლად უნდა ავაშენოთ კარგი ქვეყანა, ძლიერი და სამართლიანი სამშობლო. დადგა დრო, რომ უკან მივიხედოთ და საკუთარ თავებს ვუთხრათ: „მხოლოდ საკუთარი ძალებით და ჭკუით შეგვიძლია რაიმეს შეცვლა“.
მოწოდებაში, რომელიც კარენ კარაპეტიანმა წინა დღეს Facebook- ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მან აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიასპორას ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობა აკისრიათ, რადგან ერთი მთელის ნაწილებს წარმოადგენენ, გადაბმულები არიან ისტორიის ჯაჭვით, საერთო ბედითა და ქვეყნის ბედზე ზრუნვით. და ეს პასუხისმგებლობა „გვარწმუნებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა, გავამრავლოთ შესძლებლობები, გავსწორდეთ მხრებშიც და მსოფლიოს წინაშეც სწორი სახით წარვდგეთ“.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში იყო წარმატებებიც და შეცდომებიც, რომლებიც ობიექტურმა და სუბიექტურმა მიზეზებმა განაპირობა. პრემიერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სომხეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის და დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, დღეს შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, და ქვეყნის კონკურენტუნარიანი უპირატესობების გონივრულად გამოყენება გვმართებს.
„ჩვენი სიმდიდრე დღეს ნავთობითა და ბუნებრივი აირით არ გამოიხატება, არამედ სომხეთის, არცახისა და დიასპორის ინტელექუალური რესურსებით. ჩვენ გარდაქმნებისკენ მივდივართ, და ამ მიზნის მისაღწევად ერთი მკაფიო ფორმულა გვაქვს: პატრიოტული გუნდი, ნება, ჭკვიანური მენეჯმენტი და პროგრამები, რომლებიც ატმოსფეროს ხარისხიანად შეცვლის მამოძრავებელ ძალად იქცევა“, – აღნიშნა მან.
მთვრობის მეთურმა აღნიშნა, რომ საერთოსომხური მიზნების მისაღწევად საჭიროა მმართველობის ახლებური კულტურა, რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მისაღებად მან მმართველებს, ხელოვნების მოღვაწეებს და იმ თანამემამულეებს მოუხმო, რომლებსაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში სახელი საერთაშორისოდ აქვთ განთქმული.
„ამ მხრივ დიასპორა ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს. დიასპორის პოტენციალის არგამოყენება, ეგოცენტრულობასა და ჩაკეტილობას ნიშნავს… მოგიწოდებთ, ერთად შევქმნათ ისეთი სამშობლო, რომ მსოფლიოს თვალში სიამაყით ვუწოდებდეთ ჩვენს თავს სომხებს“, – დაასრულა კარაპეტიანმა.