სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათუმში არსებული შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმებას არ ეთნხმება.
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭომ რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია 3 თებერვალს გაუუქმა, მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული დარღვევები გახდა. სკოლა-ლიცეუმი 1994 წელს გაიხსნა და აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კერძო სასწავლებლად ითვლება.
ეს ამ სკოლასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი არ არის. 2016 წლის ივლისში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა 25-ე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შაჰინის სახელობის სკოლა ფეთჰულა გიულენის „ტერორისტული დაჯგუფების“ მიერ კონტროლდება და იგი საქართველოს შესაბამის უწყებებს მის დახურვას სთხოვს. აშშ-ში მცხოვრებ ისლამის მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს თურქეთის ხელისუფლება გაწულ წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებში ადანაშულებს. მოგვიანებით ეს განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა უარყო და კონსულის თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დაუკავშირა.
“ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოში ხდება, არ უნდა აისახოს საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებულნი, აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.
ამის საბაბი სკოლში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით გრძელდება, რადგან სკოლას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ მიუღია, სკოლის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ამ დროისთვის სკოლაში 350 მოსწავლე ირიცხება. აჭარის განათლების სამინისტრო ამჟამად მათი სხვა სკოლებში გადანაწილებას ცდილობს.