საფრანგეთში ქვეყნის ექს-პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი დააკავეს
20 მარტს ნიკოლა სარკოზი 2007 წელს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით გეგმიურ დაკითხვაზე გამოცხადდა. საფრანგეთის პოლიციამ ის დააპატიმრა,- იუწყება Reuters.
საფრანგეთის პროკურატურა 2013 წელს სარკოზის კამპანიის დაფინანსების გარემოებებს იძიებს. სწორედ მაშინ ლიბიელმა-ფრანგმა ბიზნესმენმა ზიადა ტაკიდინმა განაცხადა, რომ მას იმის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, რომ სარკოზის კამპანია, მათ შორის ლიბიის მთავრობის მიერ ფინანსდებოდა, საფრანგეთის კანონმდებლობით კი, ეს დანაშაულია.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-დან 2012 წლამდე იკავებდა და ლიბიური ფულის გამოყენებას ყოველთვის უარყოფდა.
საფრანგეთის სამართალდამცავ ორგანოებს სარკოზის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად 48 საათი აქვთ.
ნიკოლა სარკოზი რუსეთის ხელისუფლებისადმი სიმპათიებით არის ცნობილი. სწორედ 2008 წელს, ის დასავლურ ხელისუფლებებსა და რუსეთს შორის ამ უკანასკნელის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს შუამავლის როლს ასრულებდა.