საფრანგეთი: ემანუელ მაკრონი ლიდერობს, მარინ ლე პენი მეორე ტურშია
საფრანგეთში 7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები – პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც წინასწარი შედეგებით, შესაბამისად, ხმების 23,7 % და 21,7 % მიიღეს.
საფრანგეთში მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.
მარინ ლე პენი ულტრანაციონალისტური, პოპულისტური პროგრამით გამოდის: მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება, ევროკავშირიდან გამოსვლა, პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობები.
ემანუელ მარკონი ცენტრისტია: ევროკავშირში საფრანგეთის დარჩენის მომხრეა, თუმცა ამ ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას ითხოვს. საფრანგეთის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატებიდან მაკრონი იყო ერთადერთი, რომელიც ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპათიებს არ გამოხატავდა.