სამხრეთ ოსეთში ჰიპ-ჰოპის პირველი ფესტივალი ჩატარდა
სამხრეთ ოსეთში ჰიფ-ჰოფის პირველი ფესტივალი კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენში“ ჩატარდა. ფესტივალში 10 ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა სამხრეთი ოსეთიდან, და 5 – ჩრდილოეთი ოსეთიდან.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ტურია. მომდევნო ტურებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული შემსრულებლები. მთლიანობაში მომდევნო ტურებში მონაწილეობაზე თავისი კანდიდატურა 50-მა ახალგაზრდა შემსრულებელმა წარმოადგინა.
„სამხრეთ ოსეთში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ დაფინანსების არქონის გამო, მათ ოსეთის გარეთ თავის წარდგენა არ შეუძლიათ. ჩვენი ახალგაზრდებისთვის პირველი ტური პირადად მე დავაფინანსე. მაგრამ მომდევნო ორი ტურისთვის სპონსორების ძებნას დავიწყებ“, – უთხრა JAMnews-ს საპროდუსერო ცენტის „არტ-ალანიას“ ხელმძღვანელმა ნოდარ ფუხაევმა.
ფესტივალი 2018 წლის ივლისში გალა-კონცერტით დასრულდება.