სამხრეთ ოსეთში ცნობილი მეწარმის ავტომობილი აფეთქდა
25 დეკემბერს 22:30 ცხინვალის ცენტრში, თეატრის მოედანზე, სადაც მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას, ავტომობილ Toyota Land Cruiser Prado-ს ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა.
მანქანა კაფე „Vincenzo“-ს გვერდით იყო გაჩერებული და მის მფლობელს – სამხრეთი ოსეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, ალბერტ ვალიევს ეკუთვნოდა.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.
„როდესაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა, ყველა ქუჩაში გამოვვარდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს განზრხ არის მოწყობილი, რადგან მგზავრის ადგილის მხრიდან კარი გამოღებული იყო. ყველა გაშეშდა, ვერავინ მოისაზრა, რომ კაფედან ცეცხლმქრობი გამოეტანა“, – ჰყვება შემთხვევის თვითმხილველი, კაფეს თანამშრომელი მადინა. მისი თქმით, მანქანის აალების შემდეგ ათი წუთის განმავლობაში სამი აფეთქება გაისმა, დაახლოებით 15 წუთში მეხანძრეები მოვიდნენ და ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს.
„დაახლოებითაც კი ვერ ვვარაუდობ, ეს როგორ და რატომ უნდა მომხდარიყო. ახალი წლის წინ ხასიათი გამიფუჭდა. გარდა ამისა, განადგურებული სამუშაო დოკუმენტაციაც მანაღვლებს – როგორც წესი, მანქანაში ვტოვებდი ხოლმე. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა?“ – უთხრა JAMnews-ს კაფე „Vincenzo“-ს მფლობელმა ალბერტ ვალიევმა.
ახლა ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ. გამომძიებლები ცეცხლის განზრახ გაჩენის მცდელობას არ გამორიცხავენ.