სამხრეთ ოსეთში ღირსშესანიშნავი მოქალქეებისთვის ეროვნული პანთეონი დაარსდა
ფოტო: “ალანია-ინფორმი”
სამხრეთ ოსეთში პირველად დაარსდა ღირსშესანიშნავი მოქალაქეებისთვის ეროვნული პანთეონი. შესაბამის განკარგულებას სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.
პანთეონი ცხინვალის დასავლეთი გარეუბნის განაპირას მდებარეობს, სოფელ ტბეთის გზასთან. ადრე ამ ადგილას სამშობლოს დამცველთა ხსოვნის მემორიალის დადგმა იგეგმებოდა.
25 ივნისს აქ პირველი საზეიმო დასაფლავება შედგა – სამხრეთი ოსეთი დაემშვიდობა ნაფი ჯუსიტის, ოსური მეციერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელს. ეს დღე გლოვის დღედ გამოცხადდა.
სავარაუდოა, რომ უახლოეს ხანში პანთეონში გადაასვენებენ მისი ძმის, ცნობილი ოსი პოეტის ტაიმურაზ ჰაჯეტის ცხედარსაც, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთი ოსეთის სოფელ ნოგირშია დასაფლავებული.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.