სამხრეთ ოსეთში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ტარდება
სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაცია, რომელმაც 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს, 21 აპრილს ცხინვალის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართება.
სტადიონი 5200 მაყურებელს იტევს და პირველად გახდება ასეთი საზეიმო ცერემონიის ჩატარების ადგილი. წინათ ინაუგურაცია მთავრობის სხდომათა დიდ დარბაზში ან კინოსაკონცერტო დარბაზ „ჩერმენში“ ტარდებოდა.
ინაუგურაციის ახალი ადგილი თავად ანატოლი ბიბილოვის არჩევანია. მან თქვა, რომ სურს, საზეიმო ცერემონიაზე ოსეთის რესპუბლიკის ხალხი და მისი მეგობრები იხილოს, ასეთი კი ბევრი ადამიანია, რომლებსაც დარბაზი ნამდვილად ვერ დაიტევს.
სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მათ შორის, 20-22 აპრილს შეწყვეტილია მოქალაქეების გაშვება საქართველოს საზღვრის გამარტივებულად გადაკვეთის ადგილებში ( საქართველოს ტერმინოლოგიით – სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე).