სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვი ლიდერობს
სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, ოქმების 35 პროცენტის დამუშავების შედეგად, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს – მას ამომრჩეველთა 48,7 პროცენტმა მისცა ხმა. მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 26,5 პროცენტი დააგროვა, კიდევ ერთ კანდიდატს – ალან გაგლოევს 19, 1 პროცენტი აქვს.
ბიბილოვი და მისი მომხრეები დილიდან შეიკრიბნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. ისინი პირველ ტურში გამარჯვებას ზეიმობენ და ამავე დროს, ცესკოს მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ხმის დათვლის პროცედურა გაუმართლებლად გაწელილია.
მოგვიანებით, მოქმედ პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ბიბილოვმა თავის მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.
ხმების დათვლა სამხრეთი ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე
სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკისთვის სახელის ალანიად შეცვლის მომხრედ 78.2 % მისცა ხმა. წინააღმდეგი 21.8%