რუტენის გვირაბი თუ ბილარის გვირაბი? - ახალი პოლიტიკური დავა სამხრეთ ოსეთში
სამხრეთ ოსეთში იმ გვირაბის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით ატყდა კამათი, რომელიც სოხსის მთის ქვეშ გადის (კავკასიონის მთავარი ქედი) და რესპუბლიკის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.
ახლა მას რუსული გვირაბი ჰქვია (Ручъытъунел ოსური ვერსიით, საბჭოთა დროს მას როკის გვირაბი ერქვა). გვირაბი მდებარეობს ტრანსკავკასიური მაგისტრალის 93 -ე კილომეტრზე, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს აერთებს.
ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ 1990-იანების დასაწყისში და განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ მაგისტრალი ერთადერთ გზას წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ ოსეთს გარე სამყაროსთან აკავშირებს.
გვირაბის სახელი იმავე სახელწოდების უღელტეხილიდან მოდის, სადც ის მდებარეობს. მისთვის სახელის შეცვლის თემა ადგილობრივ საზოგადოებაში ყოველთვის მუსირებდა – გვირაბს აქ ხშირად ეძახიან „რუტენის გვირაბს“ („Рутены тоннель“)
ინჟინერი რუტენ გაგლოევი – სამხრეთ ოსეთში ცნობილი სახელია. მიიჩნევა, რომ 1920-იან წლებში სწორედ მან მოამზადა უღელტეხილის გზის და გვირაბის პირველი პროექტი, და როდესაც 1970 წელს მშენებლობა დაიწყო – მას საფუძვლად სწორედ გაგლოევის პროექტი დაედო.
მწვავე კამათი კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ოფიციალურ დონეზე სულ სხვა ინიციატივა დასახელდა: გვირაბისთვის საბჭოთა პერიოდის გავლენიანი ლიდერის ბილარ კაბალოევის სახელის მინიჭება ( კაბალოევი 1961-1982 წლებში ჩრდილო ოსეთის საოლქო კომიტეტის სკკპ-ს პირველი მდივანი იყო). 2017 წლის ნოემბერში სამხრეთ ოსეთში საზეიმოდ აღნიშნავენ მისი დაბადების 100 წლისთავს და საოლქო კომიტეტმა გამოთქვა ინიციატივა, რომ ეს თარიღი გვირაბისთვის მისი სახელის მინიჭებით აღინიშნოს.
სოციალურ ქსელებში მწვავე პროტესტს გამოთქვამენ – ადამიანები მასობრივად ითხოვენ ამ იდეაზე უარის თქმას და გვირაბისთვის სახელის მართლაც შეცვლას, ოღონდ – „რუტენის გვირაბად“.
საგანგებო მიმართვით გამოვიდნენ ასევე სამხრეთი ოსეთის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატები. წერილში ნათქვამია, რომ მათ „ ისინი გაოცდნენ, როდესაც შეიტყვეს საოლქო კომიტეტის ინიციატივის შესახებ, რომელიც ბილარ კაბალოევის 100 წლისთვის ზეიმს უკავშირდება“.
„ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში დეპუტატების ჯგუფი … გამოვიდა წინადადებით რუსული გვირაბისა და ტრანსკავკასიური მაგისტრალისთვის ლეგენდარული ინჟინრის რუტენ გაგლოევის სახელის მინიჭების შესახებ… არსებობს საერთოეროვნული ჟღერადობის საკითხები, და ამგვარ საკითხებში „წითელი ხაზის“ გადაკვეთის უფლება არავის აქვს“, – ნათქვამია მიმართვაში.
ამ წერილის ხელისმომწერნი ასევე გამოდიან წინადადებით, რომ გვირაბის ორივე მხარეს რუტენ გაგლოევის თითო ბიუსტი დაიდგას.
ერთ-ერთმა ხელის მომწერმა – კაზბეკ ჩელეხსატიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რუტენის გვირაბის“ მომხრეთა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
გვირაბის სიგრძე 3,730 მეტრს შეადგენს, ის ზღვის დონიდან 2 კმ-ზე მაღლა მდებარეობს. რუსული გვირაბის საექსპლუატაციოდ ჩაბარების მომენტისთვის როკის გვირაბი საბჭოთა კავშირში ყველაზე გრძელ საავტომობილო გვირაბს წარმოადგენდა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო