„სამხრეთი ოსეთის წითელი წიგნი“ გამოსაცემად მზადდება
„სამხრეთი ოსეთის წითელი წიგნი“ – პირველი გამოცემა , რომელშიც იშვიათი და გაქრობის პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობები შევა, მიმდინარე წლის აპრილში გამოვა. ამის შესახებ სამხრეთი ოსეთის გეოლოგიის, ეკოლოგიის და ბუნებით სარგებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ალან ხარებოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი უნიკალური გამოცემა სამხრეთ ოსეთში ჯერ არ ყოფილა. წიგნის შედგენაში ოს მეცნიერებს კოლეგები ჩრდილოეთ ოსეთიდან და სოჭის ეროვნული პარკის მეცნიერ-თანამშრომლები დაეხმარნენ.
წიგნისთვი საჭირო მასალის შეგროვებაზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. 2013 წლის ივნისში სამხრეთი ოსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო „სამხრეთი ოსეთის წითელი წიგნის“ გამოცემის თაობაზე.
წიგნის მომზადებისა და გამოცემის ხარჯებს რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს.
„სამხრეთი ოსეთის წითელი წიგნი“ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ახლიდან გამოიცემა.