რუსეთის მოქალაქეებს სომხეთში შიდა პასპორტებით ჩამოსვლა შეეძლებათ
რუსეთის მოქალქეებისთვის სომხეთში შიდა პასპორტებით ჩასვლის შესაძლებლობის თაობაზე განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა, როდესაც 24 იანვარს სომხეთის მთავრობის მეთაურთან, კარენ კარაპეტიანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავდა.
„ამის შესახებ ახლახან მოეწერა ხელი დოკუმენტს. ის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში გაამყარებს თანამშრომლობას, როგორიცაა ჰუმანიტარული კონტაქტები“, – აღნიშნა მედვედევმა.
კარენ კარაპეტიანმა თავის მხრივ გამოთქვა იმედი, რომ მოცემული გადაწყვეტილება
კულტურულ და პიროვნებათშორის ურთიერთობებს წაახალისებს, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას: „ მე მგონია, რომ რუსეთის მოქალაქეები სომხეთს სათანადოდ არ აფასებენ – როგორც ჩასასვლელად კარგ ადგილს“.
სომხეთის პრესამ ვიზიტის შედეგები შეაფასა როგორც „1-0 რუსეთის სასარგებლოდ“: რუსეთი სომხეთს საზღვარგარეთად აღარ მიიჩნევს. „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა გაერთიანებულია, საერთო ჯარი შექმნილია, ახლა კი შესაძლებელია სომხური და რუსული საპასპორტო კონტროლიც შეერთდეს. მომდევნო ნაბიჯი ალბათ სომხური და რუსული მოქალაქეობის გაერთიანება იქნება. მერე რა მოხდა?