როგორ შევამციროთ ნარჩენები
3 თვის წინათ საქართველოში რომ ჩამოვედი, გაოგნებული ვიყავი – ბუნებით, მთებით, ადამიანების გულისხმიერებით და თბილისის საკმაოდ მრავალფეროვანი ღამის ცხოვრებით; თუმცა, გამაოცა იმანაც, რომ აქაურები საერთოდ არ ფიქრობენ იმაზე, რასაც ჩვენ ევროპაში ეკოლოგიურ მდგრადობას ვეძახით. ძირითადად, ნარჩენების გადამუშავება მაქვს მხედველობაში.
სამწუხაროდ, თბილისი ძალიან ბინძური ქალაქია. ეს ქალაქი გადატენილია მანქანებითა და ავტობუსებით, რომლებიც მომწამვლელ გამონაბოლქვს გამოყოფენ. მეტროს გარდა, აქ არავითარი ელექტროტრანსპორტი არ არსებობს. მთელი ნაგავი – ქაღალდები, პლასტმასი, შუშაც, და ბიოლოგიური ნარჩენებიც – თბილისში ერთად გროვდება და ბოლოს ნაგავსაყრელზე იყრება, სადაც მის დაწვას ცდილობენ.
ევროპაში (განსაკუთრებით კი ჩეხეთში, საიდანაც მე ჩამოვედი), დიდი ხანია, მიჩვეულები ვართ, რომ ქაღალდისთვის, პლასტმასისა და შუშის ბოთლებისთვის სხვადასხვა კონტეინერები არსებობს.
ასეთი ფუფუნება თბილისისთვის უცხოა.
მესმის, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ არსებობს ნაგვის გადამამუშავებელი საწრმოები, თუმცა მაინც ვერ ვეგუები იმას, რომ აქ არავინ ზრუნავს ნარჩენების რაოდენობის შემცირებაზე. არადა, ამის გაკეთება ხომ ნებისმიერს შეუძლია, თუ გარკვეულ წესებს დაიცავს.
სინამდვილეში ნარჩენების გადამუშავებას ბევრი არაფერი უნდა. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მეტი პასუხუსმგებლობა გამოიჩინოს და იმ ადგილზე მაინც დაიწყოს ზრუნვა, სადაც თავად ცხოვრობს. მე კი გეტყვით, ეს როგორ უნდა გააკეთოთ.
მობრძანდით შაბათს, 9 ივლისს, 5 საათზე ღონისძიებაზე, რომელსაც მე ვაწყობ თბილისში.
და თუ არ იცით, რას ნიშნავს ეკოლოგიური მდგრადობა, უკეთესიც კია – ადგილზე სიამოვნებით აგიხსნიან ყველაფერს.
მოგიყვებით, თუ რა უნდა უქნათ გატეხილ შუშას, ნახმარ პლასტამსსა და უსარგებლო ქაღალდებს – და არამარტო!
არ დაგავიწყდეთ თან ძველი ტანსაცმლის წამოღება – შეგიძლიათ ის ვინმეს გაუცვალოთ, ან უბრალოდ აჩუქოთ. გვექნება არაჩვეულებრივი ვეგეტარიანული და ვეგანური საჭმელი, და კარგი მუსიკა. მობრძანდით!
პირველად გამოქვეყნდა: 8.07.2016