ოსმა მოკრივემ მურატ გასიევმა IBF-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა
მურატ გასიევმა მსოფლიო კრივის სუპერსესიის მეოთხედფინალში პოლონელი კშიშტოფ ვლოდარჩიკი დაამარცხა – მან თავისი მეტოქე მესამე რაუნდის მეორე წუთის ბოლოს დაანოკაუტა. ორი მძიმეწონოსანის ბრძოლა 21 ოქტომბერს ამერიკის ქალაქ ნიუარკში შედგა.
გასიევისთვის ეს იყო IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერციის) ვერსიით ჩემპიონის ტიტულის პირველი დაცვა პირველ მძიმე წონაში, რომელიც მან გასული თვის დეკემბერში რუს დენის ლებედევთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.
ადრიანი დილის მიუხედავად (ორთაბრძოლა მოსკოვის დროით 5:30 დაიწყო), შეხვედრა ცხინვალში, კაფე „Vincenzo“–ში გადაიცემოდა, და მისი კარი კრივის მოყვარულებისთვის ღია იყო. ეს საჩუქარი გულშემატკივრებს გაუკეთა ალბერტ ვალიევმა – დაწესებულების მფლობელმა, რომელიც სამხრეთი ოსეთის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელია.
ოსი ჩემპიონი რინგზე, ტრადიციულად, ამ სიმღერის ჰანგების ფონზე გავიდა – „მკერდში ოსური გული მიძგერს“.
მურატ გასიევმა 24 წლის ასაკში პროფესინალურ რინგზე 24 ბრძოლა გამართა და მოიპოვა 24 გამარჯვება, რომელთაგან 17 ვადამდელი იყო.
მსოფლიო კრივის სუპერსესიის ფარგლებში, გასიევის მომდევნო მეტოქე კუბელი იუნიერ დოტრიკოსი იქნება.
პუბლიკაციის ტერმინები, აზრები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews–ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების იდეებსა და აზრებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუპლიკაციისთვის დართული ისეთი კომენტარები, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობის მოწდებად ან სხვა მიზეზით ეთნიკურად მიუღებლად იქნება მიჩნეული.