აზერბაიჯანის ერთ-ერთ რეგიონში ხელისუფლებამ 30 წიგნის სია გამოაქვეყნა რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარემ ვასიფ თალიბოვმა 28 აგვისტოს ხელი მოაწერა „აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიის შესახებ“ განკარგულებას. განკარგულების თანახმად, დამტკიცრბულია იმ წასაკითხი წიგნების სია, რომლებიც ახალგაზრდა თაობის პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამის შესაბამისად კულტურულ და სასწავლო დაწესებულებებში საგანგები წიგნის კუთხეები უნდა შეიქმნას.
სიაში სულ 30 დასახელების წიგნია შესული, რომელთა შორის აზერბაიჯანელი ავტორების წიგნებიც არის და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებისაც.
რ ოგორც მოსალოდნელი იყო სიის სათავეში იდგა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი, ნახიჩევანის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თალიბოვის წინამორბედი, ჰეიდარ ალიევი. აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის ნომერი პირველ არის „ერთიანი ეროვნული ლიდერის აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვა, ახალ 2001 წლის, ახალი ერისა და მესამე ათასწლეულის დადგომასთან დაკავშირებით“.
სიაში შესულია ასევე ნიზამის, ტუსის, საადის, შაჰრიარის, წარმოშობით ნახიჩევანელი რამდენიმე ცნობილი ავტორის ნაწარმოებები; ასევე დრაიზერის, ჰემინგუეის, მოპასანის, ჯეკ ლონდონის და სხვა კლასიკოსების წიგნები.
რუსული ლიტერატურა საბჭოთა დროის მხოლოდ ერთი წიგნით არის წარმოდგენილი – ნიკოლაი ოსტროვსკის ავტობიოგრაფიული რომანით „როგორ იწრთობოდა ფოლადი“. 30-ვე წიგნის სრულ სიის გაცნობა შესაძლებელია აქ (რუსულ ენაზე)
თალიბოვის გადაწყვეტილება ფართო მსჯელობის საგნად იქცა აზერბაიჯანის სოციალურ ქსელებში. ავტორების ვინაობის დაუსახელებლად
გთავაზობთ რამდენიმე შერჩეულ კომენტარს:
– გულწრფელად რომ გითხრათ, იქ მითითებული წიგნების უმეტესობა მეტ-ნაკლებად გასაგებია – უფროსებისადმი პატივისცემა, დარიგებები, მაგრამ აი, რამდენიმე პუნქტი სრულიად ამოვარდნილია ამ სიიდან. ან იუმორისთვის შეიტანეს, ანდა საერთოდ რაღაც ვერ გაარკვიეს.
– ოი, მეც ვნახე ეს სია… იქ მართლაც საინტერესო ნაწარმოებებია დასახელებული!
– მშვენიერი ინიციატივაა. ამ ბრძანებულებას მთელ აზებაიჯანზე გავავრცელებდი. მათ, ვინც ამ წიგნებს არ წაიკითხავს – დავაჯარიმებდი! იქნებ ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში მაინც მოხდეს ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებები.
– დიდებული განაწილებაა “Ulu Öndər”-( დიდი წინამძღოლი“ – ასე უწოდებენ აზერბაიჯანშ ჰეიდარ ალიევს -რედ) სოციალისტურ რელიზმამდე. და ბონუსად – ნაამბობი დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის და სამაგიეროდ მაღალი პატრიოტული გრძნობის მქონე გოგონას შესახებ! (იგულისხმება მოპასანის მოთხრობა „ფუნჩულა“ , ორიგინალში „Boule de Suif“-რედ.)