კორუფცია პოპულიზმისა და ნაციონალიზმის პოპულარობის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის ახალ მოხსენებაში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეძღვნება.
გამოკითხვების შედეგების თანახმად, რომელშიც ამ რეგიონების 42 ქვეყნიდან 60 000 ადამიანი მონაწილეობდა, ყოველი მესამე გამოკითხული კორუფციას თავისი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. მოლდოვაში, კოსოვოსა და ესპანეთში ამ აზრს გამოკითხულთა ორი მესამედი იზიარებს.
53 პროცენტი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ებრძვის მათი ხელისუფლება ამ მოვლენას. თავიანთი მოქალაქეებისგან ყველაზე მკაცრი შეფასებები მიიღეს უკრაინის (უკმაყოფილოთა 86%), მოლდოვას (84), ბოსნიის და ჰერცოგოვინის (82) და ესპანეთის (80) მთავრობებმა.
საშუალოდ, ყოველი მესამე საშინაო მეურნეობა იძულებულია, გადაიხადოს ქრთამი, იმისთვის, რომ სახელმწიფო მომსახურეობაზე ჰქონდეს წვდომა. მაგრამ ეს მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია რეგიონების მიხედვით – რაც უფრო აღმოსავლეთითაა ქვეყანა, მით უარესი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კორუმპირებულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს რუმინეთს (38) და ლიტვას(24). დანარჩენებიდან “ლიდერობენ” – ტაჯიკეთი (50), მოლდოვა(42), აზერბაიჯანი,ყირგიზეთი და უკრაინა (38-38).
პოსტსაბჭოთა ქვეყნების კორუმპირებულობის საერთო რეიტინგი ასე გამოიყურება:
50% – ტაჯიკეთი
42% – მოლდოვა
38% – ყირგიზეთი
38% – აზერბაიჯანი
38% – უკრაინა
34% – ალბანეთი
34% – რუსეთი
29% – ყაზახეთი
29% – რუმინეთი
27% – ბოსნია და ჰერცოგოვინა
24% – ლიტვა
24% – სომხეთი
22% – სერბეთი
22% – უნგრეთი
20% – ბელარუსი
18% – უზბეკეთი
17% – ბულგარეთი
16% – ჩერნოგორია
15% – ლატვია
12% – მაკედონია
12% – სლოვაკეთი
10% – კოსოვო
10% – ხორვატია
9% – ჩეხეთი
7% – საქართველო
7% – პოლონეთი
5% – ესტონეთი
3% – სლოვენია
“… კორუმპირებული ელიტების და ოლიგარქების მორევა რთულია. მაგრამ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან, რათა საკუთარ ხელმძღავნელობას მოსთხოვონ უფრო მაღალი სტნდარტების დაცვა, ხოლო მათ მაკონტროლებელ სასამართლო სისტემას – უფრო მეტი დამოუკიდებლობა,”- ირწმუნება Transparency International-ის თვმჯდომარე ხოზე იუგაზი.
Transparency International-ის 4 მთავარი რეკომენდაცია კორუფციასთან საბრძოლველად:
· ლობისტების საქმიანობის წესების გამჭვირვალობა;
· სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გამყარება და მასზე აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის შემცირება;
· ინფორმატორთა კანონმდებლობითი დაცვა;
· კორუფციის შესახებ ნებისმიერ შეტყობინებაზე თანმიმდევრული რექცია.