კატალონია და სამხრეთი ოსეთი: რა არის საერთო?
ფოტო: ნელი გარაბაევა
სამხრეთ ოსეთში ადგილობრივი საინფორმაციო კომიტეტის მიერ შექმნილი „ახალგაზრდა პოლიტიკოსების კლუბის“ პირველი სხდომა შედგა. კლუბში გასაწევრიანებლად იწვევენ იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც უკვე პოლიტიკაში საქმიანობენ და სამხრეთი ოსეთის პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღება სურთ.
„რესპუბლიკაში, დიდი ხანია, ცდილობენ შექმნან ერთგვარი საექსპერტო საზოგადოება, თუმცა ეს მცდელობები აქამდე წარუმატებელი იყო. იმედია, ამჯერად ყველაფერი გამოვა, და ეს კლუბი მყარი და გრძელვადიანი იქნება“, – უთრა JAMnews-ს „ახალგაზრდა პოლიტიკოსების კლუბის“ თავჯდომარემ, იური ვაზაგოვმა.
კლუბში პირველი სადისკუსიო თემა იყო კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და სამხრეთში ოსეთში არსებულ სიტუაციაზე ამ მოვლენების შესაძლო გავლენა. საუბრის მონაწილეთა უმრავლესობა იმაზე შეთანხმდა, რომ ვარაუდები კატალონიისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მსგავსების შესახებ მცდარია.
მიხაილ კოჩიევმა, ახალგაზრდული ორგანიზაცია „ედინაია ალანიას“ თავმჯდომარემ, დისკუსიის მიმდინარეობისას ილუზორული უწოდა იმ აზრებს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის წარმატებამ, შესაძლოა, პრეცედენტი შექმნას.
სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობასთან მიმართებაში ევროპის პოზიციის შესაცვლელად, მისი აზრით, ასევე არასწორია საერთოდ კატალონიისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმების შედარება.
„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის რეფერენდუმი ქართული აგრესიისგან ხსნის ერთადერთი საშუალება იყო – კატალონიელების სიცოცხლეს კი სასიკვდილო საფრთხე არ დამუქრებია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ოსეთის რეფერენდუმი სსრკ-ს კანონებს ექვემდებარებოდა, ხოლო კატალონიის რეფერენდუმი – ესპანეთის კანონებს უარყოფს“, – დასძინა მან.
მომვალი მრგვალი მაგიდის თემა, სავარაუდოდ, იქნება იმ ზომების შესახებ მსჯელობა, რასაც სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად იღებენ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო