ილჰამ ალიევი სანკტ-პეტერბურგში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომაზე ვლადიმირ პუტინს ხვდება
ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხდომის ფარგლებში ხვდებიან. აზერბაიჯანი ამ კავშირის წევრი არ არის, მაგრამ ოქტომბერში პუტინმა იმ ქვეყნების ლიდერები მიიწვია, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები არ არიან.
ვარაუდობენ, რომ პუტინი ალიევს ბელარუსისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მიიღებს.
• როგორ ემზადება რუსეთის პრეზიდენტი სამუდამო საპრეზიდენტო ვადისთვის
• მოსაზრება. რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან, თუ იმიჯის კორექცია?
რა არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირი?
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ხუთი ქვეყანა შედის: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. პლუს, დამკვირვებლის სახით – მოლდოვა. ანუ, ის ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც სსრკ-ს შემადგენლობაში იყვნენ.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს შორის გათვალისწინებულია ერთიანი ეკონომიკური სივრცე, თავისუფალი და კოორდინირებული ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობა. ოდესღაც ასეთივე სახის ორგანიზაციიდან დაიბადა ახლანდელი ევროკავშირი. ანუ, ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო კავშირები, უფრო – თანამოაზრეთა კომპანიაა, რომლებსაც, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებებიც აერთიანებთ.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას ამ კავშირში შესასვლელად, უკვე რამდენიმე წელიწადია, იწვევენ, მაგრამ ის ჯერჯერობით მერყეობს. მინიმუმ, იმის გამო, რომ აზერბაიჯანი გაყინული საომარი კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება სომხეთთან, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არამხოლოდ წევრია, არამედ 2020 წლიდან მისი თავმჯდომარეც გახდება.
თავისუფალი ვაჭრობა თუ საეჭვო ფუნქციონალურობა?
ეკონომისტი თორღულ მაშალი:
„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ხუთ წევრ ქვეყანას საკუთარი საბაჟო მექნიზმები აქამდე წესიერად არ აქვს მოგვარებული. და საერთოდაც, ამ ორგანიზაციას მთელი რიგი სხვადასხვა პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ამ ორგანიზაციამ აქამდე ვერ შეძლო დსთ-ს ფარგლებს გარეთ გასვლა, დსთ-ს ქვეყნებს შორის კი ვაჭრობის გამარტივებული წესები ისედაც არსებობს. ეს ყველაფერი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონალურობას ეჭვქვეშ აყენებს. ასე რომ, აზერბაიჯანს, პრინციპში, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება არაფერში სჭირდება. და არც გაწევრიანდება“.