დღეს სომხეთში საპარლამეტო არჩევნები ტარდება
2 აპრილს დილის 8 საათიდან მთელი სომხეთის ტერიტორიაზე გაიხსნა 2009 საარჩევნო უბანი, როლებიც 20.00 დაიხურება. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია სომხეთის 2 564 195 მოქალაქეს – ამდენი ადამიანი ირიცხება საარჩევნო სიებში.
ხმის მიცემის მიდინარეობას დააკვირდება 28 ათას დამკვირვებელზე მეტი ადგილობრივი უფლებალდამცვი ორგანიზაციებიდან, და საზღვარგარეთიდან ჩამოსული საერთაშორისო მისიების 600 წარმომადგენელი.
სომხეთის საარჩევნო ისტორიაში პირველად – სომხეთის საზოგადოებრივ რადიოს დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე პირდაპირი ეთერი ექნება. რეგულარულად მიხდება პირდაპირი ჩართვები საარჩევნო უბნებიდან, მუდმვი ინფორმაცია მოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. რეგულარულად გადმოიცემა დამკვირვებელთა ანგარიშები, ექსპერტების კომენტარები. იგეგმება ასევე სტუდიაში რადიომსმენელთა ზარებიც.
ერევანში საზოგადოებრივი რადიოს მოსმენა შესაძლებელია FM 107.7 სიხშირეზე, ინტერნეტით კი – აქ.
არჩევნების პროცესზე დაკვირვება, პირდაპირი ჩართვების საშუალებით, შესაძლებელია აქ.
ამ არჩევნებში ამომრჩევლები პირველად მისცემენ ხმას სრულიად ახალი სისტემის მიხედვით. ხმის მიცემის ეს პროცედურა, ექსპერტების აზრით, არამხოლოდ გაუგებარი და ბუნდოვანია, არამედ ზედმეტად გართულებულიც.
არჩევნებში მონაწილეობს 5 პარტია და 4 ბლოკი, მთლიანობაში კენჭს იყრის 1500 ადამიანი, კანდიდტთა თითქმის მესამედი – ქალია. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც 2015 წლის 6 დეკემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე მიიღეს, ეროვნული საკრებულო პირველად აირჩევა პროპორციული სისტემით.
ახალ ეროვნულ საკრებულოს ძირითადი სახელისუფლებო უფლებამოსილებები გადაეცემა, რადგან სომხეთი ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადადის
მომავალი პარლამენტის შემადგენობაში არანაკლებ 101 დეპუტატი იქნება. მის რიგებში გარანტირებულია სტაბილური უმრავლესობის არსებობა, რომელსაც ის პოლიტიკური ძალა შეადგენს, რომელიც არჩევნებში 54 და მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვებას, გაიმართება მეორე ტური.
მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ბლოკებში გაერთიანებულ იმ პოლიტიკურ ძალებს , რომლებიც პირველ ტურს გადალახავენ: პარტიებისთვის ბარიერის ქვედა ზღვარია – 5%, ბლოკებისთვის – 7%. ოთხი მანდატი გამოიყოფა ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობებისთვის. ესენი არიან – იეზიდები, რუსები, ასირიელები და ქურთები.
ახალი პარლამენტი 7 წლით აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი – დანიშნავს პრემიერ-მინისტრს იმ პარტიის ან პარტიების ბლოკის წევრთა რიგებიდან, რომელიც ამ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 54 %-ს დააგროვებს.