დღეს „ბაქოს მარათონში“ 18 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა
უკვე მესამე წელია, რაც აზერბაიჯანის დედაქალაქში ტარდება ღონისძიება სახელწოდებით «ბაქოს მარათონი». ამ რბოლაში ნებისმიერი ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. მორბენალი 16 წლის მაინც უნდა იყოს და გარბენის თითოეული მონაწილისათვის დაწესებული სიმბოლური თანხა [დაახლოებით 10 დოლარი] უნდა ჰქონდეს გადახდილი. სხვა შეზღუდვები არ არის დაწესებული.
სარბენი ბილიკის საერთო სიგრძე 21 კილომეტრია. გამარჯვებულები ფულადი პრიზებსა და საჩუქრებს იღებენ.
მარათონის ორგანიზატორებმა – ჰეიდარ ალიევის სახელობის ფონდმა – პირობა დადო, რომ ღონისძიების ფარგლებში მიღებული შემოსავალი მთლიანად მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად დაიხარჯება.