ბელარუსში ბოლო ათი წლის განმავლობაში განათლების მშობლიურ ენაზე მიმღებთა რიცხვი ორჯერ შემცირდა
ბოლო ათი წლის განმავლობაში ბელარუსში იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც განათლებას ბელარუსულად იღებენ ორჯერ შემცირდა. ახლა ისინი მოსწავლეთა მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენენ. ამის თობაზე მონაცემები ევრორადიოს მოჰყავს.
ამჟამად ბელარუსში ათასზე მეტი სკოლა არსებობს, სადაც სწავლება ბელარუსულ ენაზე მიმდინარეობს. ეს, ძირითადად, მცირედ დაკომპლექტებული სოფლის სკოლებია. მინსკში მშობლიურ ენაზე მხოლოდ ათ სკოლაში ასწავლიან.
როგორც ევრორადიოს ბელარუსის ვიცე-პრემიერმა ვასილი ჟარკომ განუცხადა, „სკოლებში, ბავშვის სურვილისამებრ, ბელარუსული სახელმძღვანელოებითაც შესაძლებელია სწავლა, და რუსულითაც“.
თუმცა, განათლების სამინისტროში ევრორადიოს შეკითხვის პასუხად განაცხადეს, რომ იმ სკოლებში, სადაც რუსულ ენაზე ასწავლიან, მოსწავლეებს ბელარუსულადაც შეუძლიათ ისწავლონ, „მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემა და გამოცდების ჩაბარება რუსულად ევალებათ“.
გარდა ამისა, იმ სკოლებში, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა, ბელარუსულ სახელმძღვანელოებს არ იღებენ, და მოსწავლეებმა წიგნები თავად უნდა შეძინონ. ევრორადიოს ეს დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაშიც დაუდასტურეს
„ბელარუსული სახელმძღვანელოების მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ბელარუსულენოვანი კლასის გახსნის შესახებ კონკრეტული ბრძანება არსებობს. ამიტომ, საჭიროა ამ სახელმძღვანელოების ცალკე შეკვეთა“, – განმარტავენ სკოლაში