აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
შესაძლოა, აშშ-მა ამერიკულ და უცხოურ კომპანიებს გარიგებების დადება აუკრძალოს 33 რუსულ სამრეწველო-თავდაცვით კომპლექსთან, ФСБ-სთან, ГРУ-სთან, ასევე იმ ოთხ ორგანიზაციასთან, რომელსაც თეთრი სახლი „დაზვერვითს“ უწოდებს. ეს ირკვევა კონფიდენციალური სამთავრობო დოკუმენტიდან, რომელიც გაზეთმა The NewYorkTimes-მა გამოაქვეყნა.
ამერიკული ადმინისტრაციის მიერ შედგენილ სიაში, რომელიც კონგრესს განსახილველად გადეცა, შესულია 33 რუსული საწარმო, კონცერნი და ორგანიზაცია, მათ შორის – „როსობორონექსპორტი“, „კალაშნიკოვი“, როსტექი“, „МИГ“, „Сухой“, „ტუპოლევი“.
დაზვერვითი ორგანიზაციებიდან და უწყებებიდან სიაში შევიდა შიდა დაზვერვის სამსახური, რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის მთავარი სამართველო(ყოფილი ГРУ), უსაფრთხოების ფედერალური ბიურო ФСБ) .
სანქციები 2018 წლის 29 იანვრიდან შეზუდვების სახით დაწესდება კრედიტების გაცემაზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებზე, ამერიკული ვიზების გამოხმობაზე ნებისმიერი ამერიკელი ან უცხოელი პირის მიმართ, რომლებსაც 2017 წლის 2 აგვისტოდან მოყოლებული რაიმე მნიშვნელოვანი ტრანზაქცია აქვს განხორციელებული სიაში მითითებულ რუსულ საწამოებთან, დაწესებულებებთან და უწყებებთან.