სოხუმში ცდილობენ გადაარჩინონ კრიმინალური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი - 22 წლის დომინიკა აკირთავა
22 წლის დომინიკა აკირთავას ბედი მთელი აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
გოგონა ოფიციანტად მუშაობდა სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორან „სან-რემოში“ და 22 ნოემბერს, კრიმინალური გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა. მას თავში ორი ტყვია მოხვდა და ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სროლისას მოკლეს ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი” – ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა, კიდევ სამი ადამიანი კი მსუბუქად დაიჭრა.
• კრიმინალური გარჩევა აფხაზეთში – მოკლულები გავლენიანი „ქურდული კლანის“ წევრები იყვნენ
• მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის, პატარა მშვენიერ ქვეყანაზე ოცნების ნაცვლად?“
დომინიკა აკირთავას სიცოცხლე უკვე მეხუთე დღეა ბეწვზე კიდია. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც მესამე კატეგორიის კომა – ანუ შესაძლებლიდან ყველაზე მძიმე.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ალხას კონჯარიას განცხადებით, გოგონასთვის არც ოპერაციის გაკეთება შეიძლება და არც მისი სხვა კლინიკაში გადაყვანაა შესაძლებელი. აფხაზმა ექიმებმა კონსულტაციები გაიარეს რუსული კლინიკების ექიმებთან, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ვერაფრით შეძლებენ დახმარებას.
სახლში დომინიკას ორი წლის ვაჟიშვილი ელოდება, რომელსაც ის მარტო ზრდის.
ტრაგედიამ მთელი აფხაზური საზოგადოება გააერთიანა – ფორუმებზე ადამიანები აზიარებენ ნაცნობი ექიმების მონაცემებს, იძიებენ წამლების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც აფხაზეთში არ იყიდება და საზღვარგარეთ ყიდულობენ, ბევრი კი წირვას უკვეთავს ტაძრებში გოგონას გამოჯანმრთელებისათვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო