აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებენ
აფხაზეთის სოციალურ ქსელებში ისევ მოღალატეებს ეძებენ – და ამ როლში, როგორც წესი, ისევ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები აღმოჩნდნენ.
სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მავანმა ანონიმმა გამოქვეყნა პოსტი სათაურით „ბიზნესი თუ აფსნისადმი ღალატი?“. ამ პოსტს დართული ჰქონდა 2016 წლის დასწყისიდან რეალიზებული პროექტის მასალები, სახელწოდებით „აფხაზური ენის შენარჩუნება აფხაზებისა და ქართველების მიერ“ – თანაც ის მასალები, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, თავისუფლად ხელმისაწვდომია ინტერნეტით.
ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთში პროექტის მონაწილეთა გვარებია ჩამოთვლილი, რომელთა შორის ცნობილი აფხაზი მწერლები და ლინგვისტებიც არიან.
შემოთავაზებულია ასევე პროექტის დაწვრილებითი ბიუჯეტი და ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველი ფოტოები.
საბოლოოდ კი ასეთი დასკვნაა გამოტანილი:
სოციალურ ქსელებში ამ შეხვედრის მონაწილეთა მიმართ მათი ეროვნული ინტერესების ღალატში დადანაშაულების ტალღა აგორდა. შემდეგ კი ბრალდებულთა წრე გაფართოვდა და მასში სრულიად ყველა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა.
ბრალმდებელთა შორის ძირითადად ანონიმები ჭარბობენ. თუმცა, ზოგიერთი ამას ღიადაც აკეთებს.
კერძოდ, აფხაზეთის არმიის გადამდგარმა გენერალმა ზაკან ნანბამ დაწერა:
ენის აღორძინების პროექტში მონაწილე ლინგვისტების მოხსენიებისას ნანბამ საზოგადოებას მათი გვარების ბრჭყალებში ჩასმა შესთავაზა და განაცხადა, რომ აუცილებელია „ამ არასამთავრობო ორგანიზაციების კმაყოფაზე მყოფ ხალხს ამომწურავი შეფასება მიეცეს“.
ონლაინ-დისკუსიების სხვა მონაწილეები აქტიურად მოუწოდებენ აფხაზურ სპეცსამსახურებს სასწრაფოდ დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით. კომენტარებში ასევე მხარს უჭერენ, რუსეთის ფედერაციაში დღეს მოქმედი ანალოგის მიხედვით, აფხაზეთში „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის“ მიღების აუცილებლობის იდეას.
თ უმცა, სოციალურ ქსელებში გამართულ დისკუსიაში მოწინააღმდეგე „პარტიაც“ ჩაერთო – ისინი, ვინც დარწმუნებულები არიან, რომ „პრესის“ ქვეშ მოქცეული მწერლები, ლინგვისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზეთისთვის ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე მათთვის ღალატის დამბრალებლები.
იმ კრიტიკოსებს კი, რომლებსაც პროექტის აშშ-დან დაფინანსება აღაშფოთებთ, ასიდა ლომაიამ ურჩია, იმას მიაქციონ ყურაღება, რომ თავიანთ ბრალდებებისთვის ისინი სწორედ ამერიკულ რესურსს, Facebook-ს იყენებენ.
ა ფხაზეთში შინაური მტრების ძიება – ეს სრულიად დაგეგმილი და კარგად მართული აქციაა, – მიაჩნია ლიანა კვარჩელიას, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის – „ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ ექსპერტს.
ლიანა კვარჩელია საზოგადოებას სთავაზობს დაფიქრდეს და პასუხი გასცეს ასეთ კითხვებს:
- „რატომაა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან პრაქტიკულად მტრებად გამოცხადებულები“?
- ვის არ აძლევს ყველაზე მეტად ხელს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობით თანმიმდევრულად გამოდიან აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის?
- ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობოები აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის დაძლევას და გარე სამყაროსთან მისი კონტაქტების გაფართოებას ცდილობენ – სხვათა შორის, აფხაზეთის „ოკუპაციის“ თეზისის დამსხვრევით.
- ვის არ მოსწონს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აფხაზი სტუდენტებისთვის ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის გახსნას ცდილობენ?“
მწერლების, ლინგვისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტევას ისინი ახორციელებენ, ვინც იმ იდეას იზიარებს, რომ აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ იარსებებს, – მიაჩნია კვარჩელიას.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო