აფხაზეთი: ბზა, რომელიც სოჭის ოლიმპიადამ შეჭამა
ფოტო: WWF России
აფხაზეთში ბუნების უნიკალური ქმნილების – კოლხური ბზის სანერეგე გახსნეს, რომელიც იქ რამდენიმე ათასი წელია ბინადრობს, გამყინვარების პერიოდს გაუძლო, მაგრამ ახლა დიდი სისწრაფით ნადგურდება.
ბზა მთლიანად განადგურებულია – ან თითქმის მთლიანად განადგურებული – ფლეიმის პეპლის მიერ, მავნებელი მწერის, რომელიც აფხაზეთსა და სოჭის გარშემო არსებულ იმ მცენარეებს ჩამოჰყვა, რომლებიც 2012 წელს სოჭის ოლიმპიადის დროს „ოლიმპიური სოფლის“ გასამწვანებლად იტალიაში შეიძინეს.
სოჭში სიტუაცია უარესადაა – როგორც ადგილობრივი და მოსკოვის გაზეთები წერენ, 2016 წლის მარტის მონაცემებით, სოჭის მახლობლად მდებარე ხოსტის ბზის ტყე „მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა ვერ ხერხდება“.
აფხაზეთში კოლხურ ბზასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე სიტუაციაა, თუმცა იმედი მაინც არსებობს.
15 ათასი ჰექტრიდან მავნებელ მწერს 4 ათას ჰექტარზე ოდნავ მეტი გადაურჩა.
მის გადასარჩენად, ასევე ტყეების აღსადგენად აფხაზეთში სპეციალიზირებული სანერგე შექმნეს – იქ სათბურის პირობებში ბზის გასახარებლად, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტის მხარდაჭერით, ეკოლოგი და საზოგადოებრივ-ეკოლოგიური ორგანიზაცია „აპსაბარა“ მუშაობენ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სათბური სოფელ მგუძირხუაში (ოქროს ნაპირი), გუდაუთის რაიონში ააგეს. რელიქტური მცენარის – დასარგავი მასალა, ყლორტები – ბზიფის ხეობაში, ბზის ტყეში შეარჩიეს.
ეკოლოგისა და პროექტის კონსულტანტის მურმან სოლომკოს თქმით, ბზის დამყნობა – საკმაოდ ეფექტური მეთოდია და თითქმის 100-პროცენტიანი სიცოცხლისუნარიანობის გარანტიას იძლევა.
10-15 სმ-იანი მომცრო ყლორტები – უშუალოდ დარგვის წინ ზრდის სტიმულატორით დამუშავდა და გამზადებულ ნიადაგიან კონტეინერებში ჩაირგო. 2-3 კვირაში ისინი ფესვებს გამოიღებენ – მათი სათბურში გადარგვა შეიძლება. იქ ისინი ორი წლის განმავლობაში გაიზრდება, შემდეგ კი ველურ ბუნებაში გადაირგვება.
დღეისთვის უკვე 2 ათასი ნერგია ჩარგული, პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლომდე ეკოლოგები ბზის 10 ათსი ნერგის დარგვის დაპირებას იძლევიან.
პროექტის მენეჯერმა რომან ლეიბამ „აფხაზია-ინფორმის“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბზის დარგვაში მათ აქტიურად ეხმარებიან მოხალისეები და „არაგულგრილი ადამიანები“.
ბზის ტყეები ასწლეულობით ასრულებდნენ მნიშვნელოვან ფუნქციას: ეს თბილი და ტენიანი მცენარეები წყლის ბალანსის დარეგულირებაშიც მონაწილეობდნენ, ხოლო მათი ფესვთა სისტემა ქვიან ხეობებს მეწყერებისგან დასაცავად საფუძველს უმყარებდა.
მე-19 საუკუნის ბზის ხეებს ძვირფასი ხე-ტყის გამო ჭრიდნენ. მე-20 საუკუნეში ისინი წითელ წიგნში შეიტანეს და ბზის ტყეებმა კრიტიკულ 2012 წლამდე აღდგენა დაიწყო.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო