ცემა-ტყეპა, "კარუსელები", ჩაყრილი ბიულეტენები. აზერბაიჯანში არჩევნები დასრულდა
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.
დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა და ჟურნალისტებმა მრავალი დარღვევის შესახებ განაცხადეს, მათ შორის:
• „კარუსელები“;
• ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა;
• ელექტროენერგიის გამორთვა საარჩევნო უბნებში;
• დაბურული კამერები;
• ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა, მათზე ზეწოლა და ძალის გამოყენება;
• სხვა რაიონებსა და ქალაქებში დარეგისტრირებული ადამიანების მიერ ხმების მიცემა სხვა რაიონებში.
ასევე, მოხდა რამდენიმე ჩხუბი, რომელსაც პოლიციის გამოძახება და ხმის მიცემის პროცესის შეფერხება მოჰყვა.
პროსახელისუფლებო მედია ყველა ამ ინციდენტის შესახებ დუმს.
აზერბაიჯანში, პარლამენტს ირჩევენ – 125 დეპუტატს 1314 კანდიდატიდან. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ეს ვადამდელი არჩევნებია – ის 2020 წლის ბოლოდან თებერვლისთვის მას შემდეგ გადმოიტანეს, რაც მოქმედი პარლამენტი მმართველი, პრეზიდენტის პარტია, „ახალი აზერბაიჯანის“ ინიციატივით, თვითონ დაიშალა. აღნიშნული პარტია პარლამენტში უკვე მეხუთე მოწვევაა უმრავლესობაშია. ოპოზიცია კი საკანონმდებლო ორგანოში 10 წელია არ ყოფილა.
წელს, კანდიდატთა შორის ბევრი ოპოზიციონერი (წინა არჩევნებს მათ ბოიკოტი გამოუცხადეს) და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტია, წინასაარჩევნო კამპანია კი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. ბევრ ექსპერტს შექმნილი სიტუაცია გარდამტეხ მომენტად მიაჩნია და ამბობენ, რომ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ხელისუფლების მზაობაზე, ჩაატაროს გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები და არ დაუშვას გაყალბება.
• დეტალურად აზერბაიჯანის არჩევნების შესახებ. რით არის ის მნიშვნელოვანი
• მოსაზრება: რა ხდება აზერბაიჯანში – რევოლუცია ზემოდან თუ იმიჯის კორექტირება?
Astara seçki dairəsi, 30 saylı seçki məntəqəsi
76 saylı Lənkəran – Astara seçki dairəsi, 30 saylı seçki məntəqəsi. Məntəqə sədri müşahidəçiyə fiziki güc tətbiq edir.
Posted by A-Live on შაბათი, 08 თებერვალი, 2020