აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა მამაკაცი დაარწმუნა, რომ ხიდიდან არ გადამხტარიყო
ადამიანმა, რომელიც ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის პროსპექტზე, მეტროსადგურ „ქეროღლუს“ მახლობლად საავტომობილო ხიდიდან გადახტომას აპირებდა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ ალიევთან საუბრის შემდეგ ამის გაკეთება გადაიფიქრა.
ამასობაში მაშველების მიერ ტრასაზე გაჭიმული ტენტის გამო, გზაგასაყარზე საცობი წარმოიშვა და ამ უბნის მაცხოვრებლები მთელი დილის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ თავიანთ საქმეებზე წასვლას.
როგორც მინისტრთა კაბინეტიდან იუწყებიან, დილით სამსახურში მიმავალმა ნოვრუზ მამედოვმა შეიტყო, რომ ვიღაც თავის მოკვლას აპირებდა, მან მარშრუტი შეიცვალა, შემთხვევის ადგილისკენ გაემართა, პოტენციურ თვითმკვლელს მობილურით დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ ხიდიდან არ გადამხტარიყო.
ეს ადამიანი აღმოჩნდა 49 წლის მუშა იაშარ ახმედოვი, რომელიც ამ ხიდზე შვილბზე არდმა და ოჯახურმა პრობლემებმა მიიყვანა. თუ ზუსტად რა იგულისხმება, ამას მასობრივი საინფორმაციო საშუალებები არ იუწყებიან.
ხიდიდან ჩამოსვლის შემდეგ ახმედოვი მინისტრთა კაბინეტში მიიწვიეს, სადაც მას დაჰპირდნენ, რომ ადამიანის, ქალისა და ბავშვის პრობლემების სახელმწიფო კომიტეტი მის პრობლემებში გაერკვევა.
ეს პირველი ადამიანი არ არის, ვინც ამ ხიდიდან გადახტომას ცდილობდა. 2014 წელს ასეთივე მცდელობა ჰქონდა 50 წლის სადიგ ნასიროვს, რომელიც ვიღაცამ 65- დოლარიან საქმეში გააცურა. ნასიროვის ხიდიდან ჩამოყვანაში დეპუტატი განირა პაშაევა დაეხმარა. თუმცა, ის იქ საკუთარი ინიციატივით არ მისულა – ნასიროვმა მასთან შეხვედრა თავად მოითხოვა.
2015 წელს კი ამავე ხიდიდან კინაღამ არ გადახტა ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ მისი გადარჩენა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მუშაკებმა მაღალი თანამდებობის პირების ჩარევის გარეშე შეძლეს.