აზერბაიჯანის პირველმა პრეზიდენტმა ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ ხმები უარყო
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის პირველი პრზიდენტი აზია მუტალიბოვი კატეგორიულად უარყოფს პრესაში დარხეულ ხმებს აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.
ბევრმა მასობრივმა საინფორმაციო სშუალებამ, მათ შორის პროსამთავრობოებმა, ივარაუდეს, რომ ეს განცხადება – მუტალიბოვის აზერბაიჯანის მომავალ პრემიერ–მინისტრად დანიშვნის კამპანიის დასაწყისი იყო.მათი აზრით, ამის საფუძველი შეიძლება ისიც იყოს, რომ მოქმედი პრემიერ–მინისტრი არტურ რასიზადე საკმაოდ ხანში შესულია, და ალბათ არჩევნების შემდეგ დამსახურებულ პენსიაზე გაუშვებენ. ( ცნობისთვის: მომავალ წელს რასიზადეს 83 წელი უსრულდება და ის სულ სამი წლით არის მუტალიბოვზე უფროსი).
ამ პუბლიკაციებში მუტალიბოვი წარმოდგენილია როგორც „რუსეთის ხელდასმული“ და საკვანძო თანამდებობაზემისი დანიშვნა ჩრდილოელი მეზობლისადმი რევერანსად მიიჩნევა.
თავად მუტალიბოვმა ამ ხმებს „სისულელე“ უწოდა.
„განა შემფერის ამ ასაკში სავარძლისთვის ბრძოლის წამოწყება? და არც არავითარი რუსეთის კაცი არ ვარ. დიახ, იძულებული ვიყავი, რუსეთში თავშესაფარი მეძებნა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყვავილებით შემეგებნენ“, – უთხრა მუტალიბოვმა სააგენტო Modern.az–ს.
აიაზ მუტალიბოვი აზერბაიჯანს ძალიან რთულ დროს ჩაუდგა სათავეში, 1990 წლის 20 იანვრის სისხლიანი მოვლენების შემდეგ. 1991 წლის სექტემბერში ის აზერბაიჯანის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. მისი პრეზიდენტობის პერიოდს დაემთხვა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება. ხოჯალის ტრაგედიის შემდეგ ის იძულებული გახდა გადამდგარიყო. 1922 წლის მაისში მან წარუმატებლად სცადა ხელისუფლებაში დაბრუნება, თუმცა ამ მცდელობის ჩაშლის შემდეგ რუსეთში გაემგზავრა.
ხუთი წლის წინათ აზერბაიჯანში დაბრუნდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო „ყოფილი პრეზიდენტის და მისი ოჯახის უზრუნველყოფის შესახებ კანონი“, რომელიც ექს–პეზიდენტს სისხლის სამართლის დევნისგან იცავდა. ამ კანონის მიხედვით, მუტალიბოვს ასევე უწესდება ყოველთვიური პენსია, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის 50 პროცენტს შეადგენს, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის კი მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის თანხა გამოიყოფა.