სომხური რევოლუციის სიმღერები და ლოზუნგები
ზუსტად ერთი წლის წინათ, 13 აპრილს ერევნის ქუჩებში გამოვიდა ხალხი, რომელიც სომხეთის ხელისუფლების შეცვლას ითხოვდა. საპროტესტო მოძრაობას სათავეში იმ დროს ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი ედგა. 2018 წლის 8 მაისს ის უკვე პრემიერ-მინისტრად აირჩიეს – ხელისუფლების შეცვლის პროცესი დასრულდა.
იმ დღეებში ერევანში ბევრნაირი (ფაქტობრივად, ყველა სტილის) მუსიკა ისმოდა და ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პლაკატები ჩნდებოდა – მიტინგებზე საკუთარი ხელით, ულამაზოდ ნაწერი ტექსტების მქონე ბანერებიც მოჰქონდათ, და კალიგრაფიის ხელოვნების შედევრებიც. ამ პუბლიკაციაში იმ ეპიზოდებს წარმოგიდგენთ, რომლებმაც საპროტესტო მოძრაობის მონაწილეების განსაკუთრებული სიმპათიები დაიმსახურეს.
რევოლუციის ჰიმნი: «ჩემი ნაბიჯი, მოქალაქის სიმღერა»
[youtube youtubeurl=”C9UlCRQlWls” ][/youtube]
საპროტესტო მოძრაობის ჰიმნად იქცა სიმღერა „ემი ნაბიჯი“, რომლის ტექსტიც რევოლუციის ლიდერსა და ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, ნიკოლ პაშინიანს ეკუთვნის, მუსიკა კი აიკ სტვერმა (აიკ აირაპეტიანმა) დაწერა.
უკვე ექვსი წელია, რაც აიკი კიევში ცხოვრობს და მუშაობს. არსებული ტექსტისათვის მუსიკის დაწერისა და სიმღერის შესრულების წინადადება თავისი ძმისგან მიიღო. მისი ძმა – მხითარ აირაპეტიანი – ორგანიზაცია „ჩემი ნაბიჯის“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი აქტიური წევრია. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით დაიწყო საპროტესტო მოძრაობა. ამჟამად მხითარი სათვისტომოების საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს.
«როდესაც ამ მუსიკას ვწერდი და პირველად ვასრულდებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმღერა ასეთ პოპულარობას მოიხვეჭდა. რა თქმა უნდა, მთავარი რევოლუციაა. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდებოდა, ამ სიმღერის წარმატების შანსებიც გაიზრდებოდა. ამ რევოლუციას რამდენიმე სიმბოლო ჰქონდა და ეს სიმღერა ერთ-ერთია ამ სიმბოლოებს შორის. მიხარია, რომ მოძრაობა “ჩემი ნაბიჯი“ ჩემი სიმღერით დაიწყო», – ამბობს აიკ სტვერი. სხვათა შორის, „ხავერდოვანი რევოლუციის დღეებში იგი ერევანში დაბრუნდა და დემონსტრაციებში იღებდა მონაწილეობას.
თათა სიმონიანის სიმღერა «სომხეთო, სალამი»
რევოლუციას ერთი სიმღერა რევოლუციას პოპულარულმა მომღერალმა, თათა სიმონიანმაც მიუძღვნა. 26 აპრილს მან სოციალურ ქსელებში (უფრო ზუსტად კი საკუთარ გვერდზე) განათავსა ერთწუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც კომპოზიციის ჩაწერისა და არანჟირების პროცესია წარმოდგენილი. რამდენიმე დღის შემდეგ „იუთუბზე“ გამოჩნდა თათა სიმონიანის სიმღერა „სომხეთო, სალამი“, რომელმაც ორიოდე დღეში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკვე ხმამაღლა ისმის ქალაქში მოძრავი მანქანებიდან.
[youtube youtubeurl=”Rfo93Tr3zZQ” ][/youtube]
სხვა სიმღერები, რომლებიც საერთო სოლიდარობის დღეს ისმოდა
ამ მოვლენას „ხავერდოვან“, „სიყვარულის“, ან „სოლიდარობის“ რევოლუციას უწოდებენ. და ეს სიყვარული, სოლიდარობა და შემწყნარებლობა სხვადასხვა მუსიკალური პრეფერენციების მქონე ადამიანების მშვიდობიან თანაქმედებაშიც ვლინდებოდა.
სხვა შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქუჩაში ერთმანეთის მიყოლებით გაჟღერებულიყო ასეთი განსხვავებული სიმღერები:
ჰიპ-ჰოპის სტილის მუსიკის შემსრულებელ, HRAG-ის კომპოზიცია სახელწოდებით «ԴՈՒԽՈՎ»
[«ԴՈՒԽՈՎ» – რევოლუციის ერთ-ერთი სიმბოლური სლოგანია და ითარგმნება, როგორც „თამამად გარისკე“. ეს წარწერა რევოლუციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის კეპს ამშვენებდა. მოგვიანებით ეს ლოზუნგი დემონსტრანტების პლაკატებსა და მაისურებზეც გამოჩნდა. – JAMnews]
ჯგუფ NEW GRAY-ს „იყავი თავისუფალი“
„ნიკოლ პაშინიანი“ ედო ბარნაულსკის შესრულებით.
რევოლუციის საყვირი
1988 წლიდან სომხეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჯგუფებისათვის მათი პოზიციისა და მთავარი გზავნილის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ცნობილი საყვირის მელოდია ფილმიდან «რის შესახებ ხმაურობს მდინარე». ეს ნაწარმოები, რომელსაც მესაყვირე აშოტ მირზოიანი ასრულებდა, მიტინგის დაწყების მანიშნებელ „ხმოვან სიგნალს“ წარმოადგენდა და ერევნის ქუჩებში ათასობით ადამიანს კრებდა. ზუსტად 30 წლის შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე ისევ იმ საყვირის ხმა ისმის.
[youtube youtubeurl=”SFIWFTNFTOE” ][/youtube]
ახალგაზრდა მესაყვირემ, კომპოზიტორმა ალექსანდრ არუთიუნიანმა აშოტ მირზოიანის გამოცილება გაიზიარა.
ალექსანდრი 19 წლისა. იგი კონსერვატორიის სტუდენტია. იგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა სცენაზე ასვლა და საკულტო მელოდიის შესრულება:
«მიტინგის დროს ხშირად მხვდებოდნენ კონსერვატორიის სტუდენტები, რომელებიც მიტინგებზე ოჯახის წევრებთან ერთად დადიოდნენ, მაგრამ საპროტესტო მოძრაობას მუსიკალური გზავნილით არ ამდიდრებდნენ. ბევრი სტუდენტი ვარაუდობდა, რომ საპროტესტო მოძრაობა დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა და დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო კონსერვატორიაში გარკვეული პრობლემები შეექმნებოდა. ჩემი საყვირი ავიღე, მოედანზე გავედი და მომიტინგეებს გავეცანი. სცენაზე მიხმეს. 1988 წლის ცნობილი მელოდია შევასრულე. მინდოდა, ხალხს გამბედაობა მომატებოდა, სტუდენტობას კი შეუპოვრად ემოქმედა».
მომდევნო დღეებში ერევნის ქუჩები ალექსანდრისთვის ერთგვარ საკონცერტო დარბაზად იქცა. იგი საყვირით ხელში იდგა, ცნობილ მელოდიასა და არაერთ სხვა კომპოზიციას ასრულებდა და მეგობრებთან ერთად კეტავდა ქუჩებს.
საპროტესტო აქციების დღეებში კონსერვატორიის სტუდენტების დიდი ნაწილი ქუჩაში იყო გამოსული. ისინი ქალაქის სხვადასხვა უბანში კომიტასის (კომპოზიტორის, რომელსაც სომხეთში განსაკუთრებულ პატივს სცემენ) ნაწარმოებებს ასრულებდნენ და ამ გზით გამოხატავდნენ მხარდაჭერას მომიტინგეების მიმართ.
»რადიო „თავისუფლების“ ვიდეორგოლი
რევოლუციური პლაკატები
ერევნის მიტინგებისა და მსხვლელობების დროს ათასობით პლაკატი და ლოზუნგი იქნა გამოყენებული, მაგრამ რუბენ მალაიანის ნამუშევრები ყველა სხვა პოსტერზე უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
პუბლიკაციაში გამოყენებული ფოტოები აღებულია სოციალური ქსელებიდან (რუბენ მალაიანის გვერდიდან)
მხატვარი ყოველ დღე რამდენიმე პოსტერს ხატავდა. პლაკატებზე რევოლუციის პოპულარულ სლოგანებსა და ლოზუნგებს წერდა და ქუჩაში შეკრებილ ადამიანებს ურიგებდა. ქუჩაში. რუბენ მალაიანის თქმით, ბევრი მათგანი მის სტუდიაში აღარ დაბრუნებულა. მაგრამ მან შეინარჩუნა ის პოსტერები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს. მას გამოფენის მოწყობა სურს და თავისი გეგმის განსახორციელებლად ხელსაყრელ მომენტს ელოდება.
ტანკიანი და „კეთილი წერო“
რევოლუციის მონაწილეები მოუთმენლად ელოდნენ როკჯგუფ System of A Down-ის სოლისტს, სერჟ ტანკიანის ჩამოსვლას. სომხური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანია. იგი მოძრაობის პირველივე დღეებიდან საპროტესტო მოძრაობის წევრებსა და მათ ლიდერს მხარდაჭერას გამოხატავდა. ამასთან, მან დანანებით აღნიშნა, რომ წინასწარ არ იცოდა, თუ როდის მოახერხებდა სომხეთში დაბრუნებას.
ბოლოს როკმუსიკის მოყვარულების იმედები და მოლოდინი მაინც გამართლდა – კერპი 7 მაისის საღამოს ჩამოვიდა. ერევანში ამბობდნენ, რომ ტანკიანი რესპუბლიკის მოედანზე – იმ ადგილზე, სადაც ყოველდღიური მასობრივი მიტინგები იმართებოდა – კონცერტს გამართავდა. მუსიკოსმა ეს ჭორები უარყო. მაგრამ იმისათვის, რათა თაყვანისმცემლები არ გაეწბილებინა და მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები გაემხნევებინა, სცენაზე ავიდა და შეკრებილ ხალხთან ერთად „კეთილი წერო“ შეასრულა. ეს სიმღერა სომხეთში მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობ და საყვარელ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.
[youtube youtubeurl=”iB_7i-SC26o” ][/youtube]