კონფლიქტს მეორე მხარეც აქვს: სომხეთის რკინიგზა ეკუთვნის რუსულ კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მალე დატოვოს ქვეყანა" />

სომხეთში რკინიგზელებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მატარებლების მოძრაობა აღდგა

კონფლიქტს მეორე მხარეც აქვს: სომხეთის რკინიგზა ეკუთვნის რუსულ კომპანიას, რომელმაც შესაძლოა მალე დატოვოს ქვეყანა

სომხეთი, გაფიცვა, სამხრეთი კავკასიის რკინიგზა, რუსეთის სარკინიგზო ხაზები

სომხეთში სამდღიანი კოლაფსის შემდეგ სარკინიგზო ხაზების მუშაობა აღდგა. „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების“ ხელმძღვანელობა ხელფასების გაზრდის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობაზე წავიდა.

 „სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო ხაზები“ „რუსეთის სარკინიგზო ხაზების“ 100-პროცენტიანი შვილობილი კომპანიაა. 2008 წლის დასაწყისიდან სომხეთმა დახურული სააქციონერო საზოგადოების „სომხეთის რკინიგზის“ კომპანია  „რუსეთის სარკინიგზო ხაზებისთვის“ მმართველობაში გადაცემის შესახებ კონცესიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

კონცესიური ხელშეკრულება ინვესტორის სახსრებით  იმ საწარმოს რეკონსტრუქციას ნიშნავს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. ინვესტორმა კომპანიამ საწარმოს ექსპლუატაციისა და შემოსავლის მიღების საშუალება მიიღო, რასაკვირველია – სახელმწიფო გადასახადების გადახდით.

გამყოფი ზოლი. საუკუნის მეოთხედი აფხაზეთის ომის შემდეგ

მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევანი

როგორ მოხდა ეს ყველაფერი

სომხეთის მეორე ქალაქ გიუმრის ლოკომოტივის დეპოს გაფიცული მემანქანეები ხელფასების 30%-ით გაზრდას მოითხოვდნენ.

რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვის გამო, 22 ოქტომბრიდან მთლიანად შეწყდა მატარებლების მოძრაობა, მათ შორის – ნავთობპროდუქტებისა და მარცვლეულის გადაზიდვა.  სომხეთი ამ პროდუქტების ექსპორტს ახდენს, და მიწოდების შეფერხებას, შესაძლოა, სერიოზული ჯარიმები მოჰყოლოდა.

„რუსეთის სარკინიგზო ხაზების“ ხელმძღვანელობა გაფიცულ რკინიგზელებს გაფიცვის მესამე დღეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: 2019 წლის 9 თვის განმავლობაში გადაზიდვებისა და ტვირთის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, და ეს „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზებს“ მემანქანეებისთვის ხელფასის, საშუალოდ 19%-ით, გაზრდის საშუალებას აძლევს.

ამავდროულად, ამ გაფიცვის გამო, კომპანიამ 140 მილიონი დრამის  (დაახლოებით 290 ათასი დოლარი) ოდენობის შემოსავალი დაკარგა.

თუმცა, შეხვედრის შედეგად გადაწყვეტილება მაინც მიიღეს:

• შემუშავდეს ნორმატიული აქტი 2019 წლის 1ნოემბრიდან ყველა თანამშრომლისთვის ხელფასების 10 პროცენტით ინდექსაციის თაობაზე;

• დირექტორთა საბჭოს წარედგინოს 2020 წლის იანვრიდან ლოკომოტივის ბრიგადებისთვის საათობრივი ანაზღაურების 5 პროცენტით გაზრდის საკითხი;

• კომპანიის მუშაობის წარმატებული შედეგების მიხედვით, გათვალისწინებულ იქნეს ყველა თანამშრომლისთვის პრემიების გადახდა.

იმავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2019 წელს მემანქანეების ხელფასები უკვე გაიზარდა და 354 ათას დრამს (დაახლოებით 740 დოლარი) შეადგენდა. ხოლო ლოკომოტივების მემანქანეთა სახელფასო ანაზღაურებისა და სომხეთში არსებული საშუალო ხელფასის შესაბამისობა198,6%-ს შეადგენს, ანუ რკინიგზელებს თითქმის ორჯერ მაღალ ხელფასს უხდიან.

რუსულმა კომპანიამ, შესაძლოა, სომხეთი დატოვოს

„სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების“ თანამშრომელთა გაფიცვა – „რუსეთის სარკინიგზო ხაზების“ ირგვლივ არსებული პირველი ინტრიგა არ ყოფილა. ერთი თვის წინათ რუსეთის მედიაში გაავრცელეს ცნობა, რომ კომპანია სომხეთის ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებს. თუმცა, სომხეთის სარკინიგზო ხაზების „რუსეთის სარკინიგზო ხაზებისთვის“ კონცესიურ მმართველობაში გადაცემის ვადა 30 წელწადს შეადგენს, ანუ მის ამოწურვამდე კიდევ 19 წელიწადია.

იუწყებოდნენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზს ის ფაქტი წარმოადგენს, რომ თითქოს სომხეთი კომპანია „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების“ მუშაობას ბლოკავს.

სავარაუდოდ, საუბარია „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების“ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ამ წლის აგვისტოში, გადასახადების გადაუხდელობის ეჭვის გამო, ამ კომპანიის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ, ვინაიდან მან თითქოს კომპანია „სამხრეთი კავკასიის სარკინიგზო ხაზების“ საქმიანობაში  გამოვლენილი დარღვევები დაფარა.

საგამოძიებო კომიტეტი კომპანიის 10-წლიანი საქმიანობის შემოწმებას აგრძელებს; ამოწმებს ხელშეკრულებით დანაპირები ინვესტიციების ეფექტიანობას. სხვათა შორის, კომპანიის მიერ დაპირებული ინვესტიციების საერთო მოცულობა 572 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც 220-ის დახარჯვა პირველ ხუთ წელიწადში იყო დაგეგმილი.


ასევე წაიკითხეთ