ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სარგსიანმა არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ პრობლემებზეც ისაუბრა" />

სომხეთის პრეზიდენტი: „ჩვენ ევროპის საბჭოს წინაშე ვალდებულებები შევასრულეთ“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სარგსიანმა არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ პრობლემებზეც ისაუბრა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას სერჟ სარგსიანმა გაიხსენა, რომ 17 წლის წინ, 25 იანვარს სომხეთი ევროპის საბჭოში შევიდა.

„როცა ჩვენ ამ საერთოევროპულ სტრუქტურაში შევდიოდით, სრულად ვაცნობიერებდით, როგორი გზა გველოდა… დღეს ასამბლეის ამ დარბაზში სიამაყით შემიძლია განვაცხადო: ჩვენ შევასრულეთ სომხეთის დემოკრატიზაციის ძირითადი ვალდებულებები, რომლებიც ევროსაბჭოს წინაშე ავიღეთ. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამტკიცებთ. დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ჩვენი წარმატებები აღიარებულია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების ანგარიშებში“ – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

თუმცა, თავის გამოსვლაში, სერჟ სარგსიანმა არა მარტო მიღწევებზე ისაუბრა, არამედ შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას, დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერებასა და ამ კონტექსტში კორუფციის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაეფექტურ ბრძოლას.

ევროსაბჭოს მოღვაწეობის მოწონების პარალელურად, ამ ევროპული სტრუქტურის მისამართით კრიტიკაც გაისმა:

„უკანასკნელ წლებში, სამწუხაროდ, ჩვენ ამ სტრუქტურაში გავხდით ფასეულობების უპრეცენდენტო კრიზისების მოწმმეები, როცა ევროპის საბჭოს ზოგიერთი, რბილად რომ ვთქვათ, მოწინააღმდეგე მისიების უპასუხისმგებლო დეპუტატების ქმედებებმა ორგანიზაციის ავტორიტეტს სერიოზული ზიანი მიაყენა.

ევროპის საბჭოს დიდ ოჯახში მისი შექმნის დღიდან შეაგდეს, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა, როცა ასამბლეის დეპუტატების მოსყიდვის შემთხვევები გამოვლინდა. საერთო ჯამში, ადგილი ჰქონდა უსამართლო კენჭისყრას. ამავე დროს, ეს აღმოჩენები აჩენს იმედს, რომ ასეთი მანკიერი მოვლენების არსებობა ხანგრძლივი არ არის. ადრე თუ გვიან ყველაფერი ამოტივტივდება, ასეთი გზით მიღებული რეზოლუციებიც გაუქმდება.“

ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ, სარგსიანმა განაცხადა, რომ 30 წლის წინ დაწყებული ბრძოლა შემთხვევითი არ ყოფილა:

 „გვერდიდან ალბათ ჩანდა, რომ ყარაბაღში ყველაფერი მშვიდობიანად და წყნარად იყო. თუმცა ეს ზედაპირული სურათი არაზუსტი გახლდათ. ჩვენ ვერასდროს შევეგუებოდით სტალინის გადაწყვეტილებას არცახის აზერბაიჯანთან ძალადობრივი შეერთების შესახებ.

ამ წლების განმავლობაში არცახის მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებული გახლდათ, რადგან ბაქოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სომხები თავიანთი ისტორიული სამშობლოდან გაეყარა. თუ 1926 წლის აღწერის მიხედვით სომხები არცახის მოსახლეობის 90% წარმოადგენდნენ, ბაქოს ამ პოლიტიკის შედეგად, 1988 წელს ისინი მხოლოდ 77% დარჩნენ“.

გამოსვლის ამ ნაწილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის დელეგატის აღშფოთება გამოიწვია. მან იკითხა, თუ რატომ არ შეასრულა სომხეთმა საკუთარი ვალდებულებები საერთაშორისო სტრუქტურებში, კერძოდ, მიუთითა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე.

სერჟ სარგსიანმა აზერბაიჯანის წარმომადგენელი დაარწმუნა, რომ არ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც სომხეთმა უარყო:

 „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 4 რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის ზონაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, და ყოველი რეზოლუციის შემდეგ აზერბაიჯანი ცალსახად აცხადებდა, რომ არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ცდილობდა ახალი თავდასხმები განეხორციელებინა, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ზარალი განიცადა.

ამ ოთხ რეზოლუციაში სომხეთის ერთადერთი ვალდებულება იყო საკუთარი გავლენის და ავტორიტეტის გამოყენებით, საომარი მოქმედებები შეეწყვიტა. ჩვენი იმდროინდელი ხელისუფლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შევასრულეთ ეს ვალდებულება, მთავარი დამნაშავე კი აზერბაიჯანია, რომელიც ვალდებული იყო შეეწყვიტა საომარი მოქმედებები და არ შეწყვიტა, და, როგორც იცით, 1994 წელს ზავის შესახებ მოეწერა ხელშეკრულებას ხელი, მაგრამ უკვე სხვა ფაქტორების გავლენით და არა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად“.

სომხურმა მედიამ ასევე მოიყვანა სარგსანის პასუხის ციტატა სეიდოვის კითხვაზე:

„აზერბაიჯანს მაქსიმუმი უნდა, ღიად აცხადებს, რომ მას მთიანი ყარაბაღი სომხების გარეშე სჭირდება. ეს შეუძლებელია, ეს არასდროს მოხდება. მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლის არსი მარტივია: ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, თვითგამორკვევისთვის, და ასეთ ბრძოლას არ შეიძლება დადებითი შედეგი არ ჰქონდეს, მე დარწმუნებული ვარ“.


ასევე წაიკითხეთ