ამულსარის ოქროს საბადომ სომხეთი გაყო. რას ფიქრობენ საზოგადოებაში" />

„სიყვარული – ვისადმი?“, „სოლიდარობა – ვისთან?“ – სომხეთში ოქროს შესახებ მსჯელობენ

ამულსარის ოქროს საბადომ სომხეთი გაყო. რას ფიქრობენ საზოგადოებაში

იმის თაობზე, თუ რა უნდა მოუხერხონ ქვეყნის სამხრეთით მდებარე ოქროს საბადოს, აზრები მკვეთრად გაიყო. ის უნიკალურ საკურორტო ქალაქ ჯერმუკთან ძალიან ახლოს მდებარეობს, და საზოგადოებაში ბევრი დარწმუნებულია, რომ მისი დამუშავება ადგილობრივი მინერალური წყლებისთვისაც და გარშემო მდებარე სოფლებისთვისაც საფრთხეს შეიცავს.

ბრძოლა ოქროსთვის სომხეთში: ექსპერტები, ეკოლოგები, საზოგადოება და პრემიერი – ყველა არგუმენტი

შიშს იწვევს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ ოქროს მოპოვების დროს წელიწადში დაახლოებით 100 ტონა ნატრიუმის ციანიდი გამოიყენება, და მთელმა ამ მასამ, შესაძლოა, მიწისქვეშა წყლები მოწამლოს.

ლიცენზიას ფლობს კომპანია „ლიდიანი“, და ადგილობრივი მაცხოვრებლები მასთან ბრძოლას 2011 წლიდან ეწევიან, ანუ ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროიდან, რომელიც 2018 წლის გაზაფხულზე „ხავერდოვანმა“ რევოლუციამ გადააყენა

2019 წლის დასაწყისში სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ ექსპერტიზა საბადოს გარემოზე ზემოქმედების შესახებ დაავალა ლიბანურ კომპანია „ელარდს“. მას კვლევისთვის დაახლოებით 400 ათასი დოლარი გადაუხადეს.

ჯგუფის დასკვნა 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა. ცხადდება, რომ,  ამულსარის საბადოზე ოქროს მოპოვება „უმართავ რისკებს“ არ შეიცავს, ხოლო არსებული მცირე რისკების შერბილება შესაძლებელია.

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამ დასკვნას დაეთანხმა. 19 აგვისტოს მთავრობასა და მმართველ გუნდთან მსჯელობის შემდეგ მან გადაწყვეტილება გამოაცხადასაბადოს მუშაობა განახლედება.

სამი სახასიათო მოსაზრება სოციალურ ქსელებში ამულსარის საბადოს ირგვლივ გამართული მწვავე დისკუსიიდან

დავიდ მატევოსიანი, ფონდის „გრანტ მატევოსიანი“- ს დირექტორი

1988 წლის 8 დეკემბრის საღამოდან მეგობრებნთან ერთად ნანგრევებიდან დაღუპულები ამოგვყავდა [საშინელი მიწისძვრა სომხეთის ქალაქ სპიტაკში, დაიღუპა 25 ათასზე მეტი ადამიანი – JAMnews]

ადამიანების ისტორიები, რომელთა ცხოვრება სომხეთში 1988 წელს მომხადრმა მიწისძვრამ შეცვალა

მიწისძვრა უპრეცედენტო იყო. შენობები ქვიშასავით დაიშალა. „ბრწყინვალე“ სომეხმა მშენებლებმა და ნომენკლატურამ ბეტონი და არმატურა გაყიდეს. ამბობდნენ, რომ იყო სეისმურად აქტიური ზონისთვის გაუთვლელი პროექტებიც – თუმცა, სეისმური მდგარდობის შესახებ ცნობებითა და ექსპერტების დასკვნებით.

ადგილობრივმა და მოსკოვის საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინ  ექსპერტების ეს დასკვნები დაამტკიცეს. ყველა სამშენებლო მასალას ხარისხის ნიშანი დაადეს. ბრეჟნევი [სსრკ-ს მაშინდელი ლიდერი] პირადად იდგა სომთის სსრ-ის მოქალაქეების დასაცავად.

მიწისძვრამ სომხეთის მესამედი მიწასთან გაასწორა. ათობით ათასი ადამიანი მოკლა. სსრკ-ის ხარისხის ნიშანი მიწისძვრის ზონაში ამ ადამიანების საფლავის ქვად იქცა.

ახლაც არსებობს ექსპერტების დასკვნა. საერთაშორისო. გარანტიებს იძლევიან. და ისევ დამანგრეველი მიწისძვრა რომ მოხდეს? და ამან თქვენი შვილების მომავალი რომ გაანადგუროს? ეს მართვადი რისკი იქნება? ისევე, როგორც ეს 1988 წელს მოხდა?

ტიგრან პასკევიჩიანი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი

ერთი წლის წინათ ვამბობდი, რომ „სიყვარულისა და სოლიდარობის“ რევოლუციები არ არსებობს [ასეთი სახელწოდება მიიღო სომხეთში 2018 წლის „ხავერდოვანმა“ რევოლუციამ — JAMnews]. ამისთვის თავს მესხმოდნენ და მეუბნებოდნენ: „სიტყვებს ნუ ეკიდები, ადამიანებს მუშაობა დააცადეო“…

სომხეთის რევოლუციის სიმღერები და

ოზუნგები რევოლუციის შემდეგ: როგორ მიმდინარეობს ახალი ცხოვრება ახალ სომხეთში

ეს იგივე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ახლა პრემიერ-მინსტრს მკვეთრად აკრიტიკებენ [პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ხავერდოვანი რევოლუციის“ ინიციატორი და ლიდერი იყო — JAMnews].

ახლა მაინც უნდა მივხვდეთ, რომ თუკი პოლიტიკური პროგრამა სიტყვებს „სიყვარულსა“ და სოლიდარობას“ შეიცავს – მას საფუძვლად უნდა ედოს:

– მტკიცე პოლიტიკური ნება;

– შეუცდომლად დაგეგმვა;

– სამართლიანობის ურყევი გრძნობა…

თუკის ეს გამოვლინებები არ არსებობს, მაშინვე ჩნდება კითხვები: „სიყვარული… ვისადმი?“, „სოლიდარობა… ვისთან“

ვიღასი იყო ეს „ხავრდოვანი რევოლუცია?

ეს უნდა გავიგოთ, და მაშინ „მართვის რისკები“ არც ისეთი მკვეთრი იქნება.

აშოტ ხურდუშიანი, ეკონომისტი

პლურალიზმი – ეს სიტყვა ჩემთვის ძალიან ფასეულია. სხვების მოსმენა, განსაკუთრებით მათი, ვის აზრსაც არ ეთანხმები.

სამწუხაროა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ძალისხმევა მოხმარდა იმას, რომ საწინააღმდეგო აზრი განვითარებულიყო. პლურალიზმი კი ისევ იგნორირებული აღმოჩნდა. და ეს ინერცია სომხეთში აქამდე გრძელდება.

რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით? როდესაც მეგაფონში რაიმეს გაჰყვირი, როდესაც მნიშვნელოვნად მხოლოდ ენა მიგაჩნია, ყურებს კი იხშობ, იმას იღებ, რაც ახლა მივიღეთ.


ასევე წაიკითხეთ