აღმოჩნდა, რომ სტუდენტებიც, პროფესორ-მასწავლებლებიც და დოქტორანტებიც ქალები მეტნი არიან" />

საქართველოს განათლება ციფრებში. საქსტატის ბოლო მონაცემები

აღმოჩნდა, რომ სტუდენტებიც, პროფესორ-მასწავლებლებიც და დოქტორანტებიც ქალები მეტნი არიან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში, რომელშიც უმაღლესი და პროფესიული განათლების შესახებ მთავარი მონაცემებია თავმოყრილი.

JAMnews-მა ამ ანგარიშიდან მნიშვნელოვანი ციფრები ამოარჩია:

უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა

საქართველოში სულ 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა – აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო.

მათი 62 პროცენტი თბილისშია თავმოყრილი.

სტუდენტების რაოდენობა

2018/2019 სასწავლო წელს უმაღლეს სასწავლებლებში 41 ათას 600 სტუდენტი ჩაირიცხა.

აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში  – 27 ათას 800 სტუდენტი, კერძოში – 13 ათას 800 ათასი.

• ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი 

• საქართველოში ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულებს აქვთ

• საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება

სულ საქართველოში წელს 147 ათას 700 სტუდენტი იყო (2.7 პროცენტით მეტი ვიდრე გასულ წელს). ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის ოთხი პროცენტი სტუდენტია.

სტუდენტთა 65 პროცენტი სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლობს; 35 – კერძოში.

ქართველ სტუდენტთა 50.2 პროცენტი ქალია და 49.8 პროცენტი კაცი.

კურსდამთავრებულებს შორისაც ქალები სჭარბობენ – 2018 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებელი ჯამში 24 ათას 300-მა სტუდენტმა დაამთავრა. აქედან 57.4 პროცენტი ქალი იყო,  42.6 პროცენტი – კაცი.

ასაკი

ქართველ აბიტურიენტთა და პირველკურსელთა ძირითადი ასაკი 19 წელია.

საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულები

2018 წელს სხვადასხვა სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 673 სტუდენტი (91-ით მეტი ვიდრე 2017 წელს).

სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა 2-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას.

უცხოელი სტუდენტები საქართველოში

2018-19 წელს საქართველოში 12 ათას 200 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა (ეს 21.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით).

პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში  დასაქმებულია 9 ათას 400 პროფესორ-მასწავლებელი. (15%-ით მეტი 2017 წელთან შედარებით)

აქაც ქალები სჭარბობენ –  53.8 პროცენტი. კაცი – 46.2 პროცენტი.

და დოქტორანტთან საერთო რიცხვიდანაც (1106) გაცილებით მეტი ქალია (60,8 პროცენტი), ვიდრე კაცი (39.2 პროცენტი)

პროფესიული განათლება

რაც შეეხება პროფსასწავლებლებს – 2018 წლის ბოლოსთვის საქართველოში მათი რაოდენობა 118 იყო.

აქედან 39 საჯარო და 79 კერძო.

ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე 2017 წელს (125 დაწესებულება).

2018 წელს პროფსასწავლებლებში სულ  11 ათას 820 სტუდენტი ჩაირიცხა.

განსხვავებით უმაღლესი სასწავლებლებისგან, ამ სეგმენტში სტუდენტი კაცები (52 პროცენტი) სჭარბობენ სტუდენტ ქალებს (48 პროცენტი).

ჩარიცხული სტუდენტების უმეტესობა ირჩევს ინჟინერიის პროგრამებს (31.6 პროცენტი), ჯანდაცვის (15.8 პროცენტი), ბიზნესის ადმინისტრირების  (15.0 პროცენტი) და აგრარული მეცნიერებების პროგრამებს (14.5 პროგრამებს).

_______

•  საქსტატის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 12,7 პროცენტია, რაც რეგიონში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. უმუშევრებს შორის მეტი კაცია, ვიდრე ქალი.


ასევე წაიკითხეთ