შემთავსებლების გამოსავლენად ყველა დაწესებულებაში შემოწმება დაიწყო " />

სამხრეთი ოსეთი: ერთი ადამიანი – ერთი სამუშაო ადგილი

შემთავსებლების გამოსავლენად ყველა დაწესებულებაში შემოწმება დაიწყო

სამხრეთ ოსეთის ყველა უწყებაში დაიწყო შემოწმება, რომელიც მიზნად შემთავსებლებთან ბრძოლას ისახავს.

შემოწმების დროს გაირკვა, რომ სამხრეთ ოსეთში ორ ან მეტ სამუშაო ადგილზე 1406 ადამიანი მუშაობს.

ანატოლი ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ბევრმა მოქალაქემ მიმართა საჩივრით; ადგილობრივ ტელევიზიაში გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ხელმძღვანელმა მისი დავალება არასწორად გაიგო.

„იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ხელმძღვანელი პირი ამ პრობლემას თავისი პირადი ანგარიშების გასწორების მიზნით მიუდგა, ან საერთოდ ვერ გაიგეს, თუ რა გვინდა მათგან. ჩემი მოთხოვნა ის არის, რომ დამლაგებლებით, მეეზოვეებით და სანიტრებით კი არ დაიწყონ, არამედ საკუთარი თავით, თავის მოადგილეებით, სამმართველოებისა და განყოფილებების უფროსებით“, – თქვა ანატოლი ბიბილოვმა.

ამავდროულად, შემთავსებელთა გამოვლენის თითოეულ კერძო შემთხვევაში, ხელისუფლება ინდივიდუალურ მიდგომას გეგმავს; მაგალითად, თუკი ადამიანის ჯამური შემოსავალი 15 ათას რუბლს (დაახლოებით 200 ევრო) არ აჭარბებს, მაშინ მას დათხოვნა არ ემუქრება.

სამხრეთ ოსეთის შრომითი კანონმდებლობის მიხედვით, ადამინს შეთავსებით მუშაობის უფლება შემდეგ შემთხვევებში აქვს:

თუკი ადამიანი შეთავსებით იღებს ძირითად სამუშაო ადგილზე მიღებული ხელფასის არაუმეტეს ნახევარ თანხას;

თუკი შეთავსებით მუშაობა მთავარ სამუშაოს ხელს არ უშლის;

და თუკი ადამიანი შემოქმედებითი, სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობით არის დაკავებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სახის საქმიანობა მის ძირითად სამუშაოს ხელს არ უშლის.

სამხრეთი ოსეთის მხოლოდ ერთ ორგანიზაციაში ჩატარებულმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ იქ მუშაობს 150 ადამიანი, რომელთაგან 75  ხანდაზმული ასაკისაა – 76 წლის ან უფრო მეტის.

სამხრეთი ოსეთის მმართველთა გამოთვლებით, შეთავსებასთან ბრძოლის შედეგად, შესაძლოა, დაახლოებით 700 სამუშაო ადგილი გათავისუფლდეს.

 ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ