სხვა განსახილველ საკითხებს შორის დასახელდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები და თურქეთთან ურთიერთობები" />

ლავროვმა ერევანს პენტაგონის მიერ შექმნილ ბიოლაბორატორიებში რუსების დაშვება მოსთხოვა

სხვა განსახილველ საკითხებს შორის დასახელდა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივები და თურქეთთან ურთიერთობები

სერგეი ლავროვი, ბიოლოგიური ლაბორატორია, აშშ, პენტაგონი, ყარაბაღის კონფლქიტი, თვითგამორკვევა, ტერიტორიული მთლიანობა, თურქეთი

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ბიოლოგიურ ლაბორატორიებში რუსი სპეციალისტების დაშვების საკითხი გახდა მთავარი თემა 11 ნოემბერს, ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სომხეთში ორდღიანი ვიზიტი შეაჯამა.

კერძოდ, ლავროვის თქმით, მოსკოვს იმედი აქვს, რომ ამ საკითხზე მემორანდუმს მალე მოეწერება ხელი.

ჯერ კიდევ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დაწყებამდე იუწყებოდნენ, რომ ის სომხეთის მხარესთან ერთად სამხედრო ბლოკ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

ორივე ეს ორგანიზაცია რუსეთის ლიდერობით მოქმედებს, სომხეთი მათში გაწევრიანებულია და ორივესთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ აქვს ისეთი შეკითხვები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს.

მაგრამ, ამის შესახებ სერგეი ლავროვისა და მისი ადგილობრივი კოლეგის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე,  მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ არაფერი თქმულა.

რა ბიოლოგიურ ლაბორატორიებზეა საუბარი და რატომ არის ისინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი – ყველა დეტალი.

სერგეი ლავროვი, ბიოლოგიური ლაბორატორია, აშშ, პენტაგონი, ყარაბაღის კონფლქიტი, თვითგამორკვევა, ტერიტორიული მთლიანობა, თურქეთი

სომხური ლაბორატორია აშშ-ს ფულით

2008 წლიდან პენტაგონმა სომხეთში დაახლოებით ათი ლაბორატორია შექმნა. ისინი ამერიკული თავდაცვის „ერთობლივი მონაწილეობის ბიოლოგიური პროგრამის“ მიხედვით მუშაობს. ეს ლაბორატორიები სომხეთის საკუთრებას წარმოადგენს.

ასეთი ტიპის მოდერნიზებული ბიოლაბორატორიები, რომლებიც აშშ-ს ფულით შეიქმნა, მოქმედებს საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში. იქ ბიოლოგიური კვლევები ტარდება, ხდება ვირუსების შესწავლა.

სომხეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ადგილობრივი ბიოლაბორატორიები მხოლოდ სამედიცინო მიზნებით გამოიყენება.

• 17 ქვეყნის ექსპერტები თბილისის ლუგარის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. რა არის მათ დასკვნებში?

• ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის ხაზზე

მანამდე მხარეების მიერ მემორანდუმზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერმაც დაადასტურა:

 „ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია – ყველა მხარის ინტერესების დაცვა, რათა ამ ლაბორატორიებთან  დაკავშირებით არც ერთ ჩვენს პარტნიორს არანაირი შიში არ ჰქონდეს“.

პრემიერი ამბობდა, რომ 2018 წელს, მისი პირადი დავალებით, რუსი სპეციალისტები ბიოლაბორატორიებში შეუშვეს, მათ საშუალება მიეცათ,  დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს დაწესებულებები რუსეთისთვის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.

 „ვფიქრობ, ჩვენი რუსი კოლეგები ამაში დარწმუნდნენ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა გაზეთ „კომერსანტთან“. ინტერვიუში.

იმავე 2018 წელს საქართველოში მოქმედი ბიოლაბორატორიის ირგვლივ სკანდალი ატყდა.

მაშინ საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიში ცდები ტარდება.

გასული წლის ნოემბერში რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის კვლევითმა ცენტრმა თბილისში 17 ქვეყნიდან ორ ათეულზე მეტი სპეციალისტი მიიღო. „ტურის“ მიზანი იყო, გაერკვიათ, თუ რა ხდებოდა ლაბორატორიაში, რომელსაც რუსეთი ბიოლოგიური იარაღის წარმოებაში ადანაშაულებდა.

ერთხმად მიღებულ დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ლაბორატორია თავისი მუშაობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, და მთელი მისი საქმიანობა მხოლოდ სხვადასხვა დაავდების აღკვეთას უკავშირდება.

რუსეთის ინტერესები და ბიოლაბორატორიები სომხეთში

თუ კერძოდ როდის მოეწერება ხელი მემორანდუმს სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულ ბიოლაბორატორიაში რუსი სპეციალისტების დაშვების თაობაზე, ლავროვს არ უთქვამს.

თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი ბიოუსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ურთიერთობას ეხება.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ არსებობს კონვენცია, რომელიც ბიოლოგიური იარაღის  დამუშავებას კრძალავს. ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ ამ კონვენციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, და ცდილობს, ორმხრივ საფუძველზე მთელ მსოფლიოში შექმნას „სათავისო“ ლაბორატორიები; რაც  რუსეთს სომხეთში ასეთი ლაბორატორიის არსებობის შესაძლებლობის ვარაუდის საფუძველს აძლევს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცკანიანმა განმარტა:

 „საკითხი მოკავშირეთა – სომხეთისა და რუსეთის – ბიოუსაფრთხოების სფეროსა და საკმაოდ უფრო ფართო კონტექსტში თანამშრომლობის ურთიერთობას ეხება … ეს დოკუმენტი ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან  თანამშრომლობაში ჩვენი პოტენციალის კონსოლიდირების შესაძლებლობას მოგვცემს. საკითხი, პირველ რიგში, ჩვენს ბიოუსაფრთხოებას ეხება“.

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით

იმის შესახებ, რომ რუსი მინისტრის ვიზიტის დროს რეგიონული უსაფრთხოებისა და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილებოდა, ვიზიტის დაწყებამდე იუწყებოდნენ.

სომეხი ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს რუსულ მხარეს ყარაბაღის მხარის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით, რასაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი დაბეჯითებით მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით ლავროვმა გაიხსენა, რომ ადრეულ ეტაპზე ყარაბაღის მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი იყო და 90-იანი წლების დასაწყისში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მონაწილე იყო. თუმცა,

„ერთ-ერთმა წინა პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყარაბაღის ინტერესებს ერევანი წარადგენს.“  მაგრამ, მინისტრის თქმით, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად კონფლიქტის მოგვარება ახლაც შეუძლებელია:

 „ყველასთვის გასაგებია, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხის თანხმობის გარეშე, რაიმე შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, სომხეთი მას უბრალოდ ხელს არ მოაწერს. აი, აქედან ამოვდივართ.

ჩვენ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის მონაწილეებს, პროცესის წინ წაწევა შეგვიძლია, მხოლოდ იმისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ, რომ ის საერთო თანხმობის კალაპოტში წარიმართოს… შემაჯამებელი შეთანხმებები სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ინტერესებსაც უნდა ითვალისწინებდეს“.

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მოგვარების შესახებ

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მოგვარების შესახებ მსჯელობისას ლავროვმა განაცხადა:

 „ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ იმას, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობაში არსებული პრობლემები გადაილახოს. მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა ხელი შევუწყოთ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ ამისთვის ორივე მხარის დაინტერესებაა საჭირო“.

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ „იმის ვარაუდის არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ ამ ქვეყნებს შორის ვინმე ომს დაიწყებს“ :

 „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მთელი პოლიტიკა იმისკენ არის მიმართული, რომ აქ მშვიდობა, თანაარსებობა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა დამყარდეს“.


ასევე წაიკითხეთ