ჩილედან ჰონკონგამდე - ასეთია პროტესტის გეოგრაფია. ის ხალხი აჯანყდა, ვინც 2008 წლის კრიზისის დროს ბავშვები იყვნენ" />

მოსაზრება: მთელ მსოფლიოში ახალი თაობა აჯანყდა

ჩილედან ჰონკონგამდე - ასეთია პროტესტის გეოგრაფია. ის ხალხი აჯანყდა, ვინც 2008 წლის კრიზისის დროს ბავშვები იყვნენ

ჩილე, ჰონკონგი, ლიბანი, ლონდონი, ბარსელონა – 2019 წელს, ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასობრივი ქუჩის პროტესტის მოწმენი გავხდით. იმის შესახებ, თუ ვინ და რა მოთხოვნებით გამოვიდა ქუჩაში, The Guardian-ს პუბლიცისტი, ჯეკ შენკერი უყვება.

რას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები 

თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში, პროტესტის მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი გახდა.

5 რამ, რაც სომხეთში ჩასულ ქართველს აკვირვებს

ქართველი ახალგაზრდის პორტრეტი

კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები

ჩილეში ამის მიზეზი, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდა აღმოჩნდა. ლონდონის ქუჩებში, ეკოლოგიის დამცველი აქტივისტები გამოვიდნენ. ჰონკონგში – ადამიანები, რომლებიც ავტონომიის უფლებებზე კომუნისტური ჩინეთის თავდასხმამ შეაშფოთა. ბარსელონაში, დემონსტრანტები სეპარატისტების ლიდერების მიმართ მიმდინარე დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

ბოლოს პროტესტის ასეთი აფეთქება ამ ათწლეულის დასაწყისში ვნახეთ, როდესაც „არაბული გაზაფხული“ და მოძრაობა Occupy მიმდინარეობდა.

მოთხოვნები განსხვავებულია, არსი საერთო 

გლობალურ პროტესტს, განსხვავებულ მოთხოვნებთან ერთად, საერთო მახასიათებლებიც აქვს.

პირველ რიგში, ეს არის სოციალური ქსელების როლი. სწორედ ის აძლევს  პროტესტის მონაწილეებს სწრაფი და მასობრივი თვითორგანიზების საშუალებას, გამოკვეთილი ლიდერებისა და მუდმივი სტრუქტურის არარსებობის პირობებში.

მეორეც, ნათელია, რომ ეს არის ახალი თაობის პროტესტი. თაობისა, რომელიც ზრდასრულ ცხოვრებაში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს, 2008 წელს შევიდა და ამ დრომდე მის შედეგებში ცხოვრობს.

როგორ იმოქმედა 2008 წლის კრიზისმა ახლანდელ პროტესტზე

2008 წლის კრიზისის პირდაპირი შედეგი იყო ახალგაზრდების ცხოვრების პერსპექტივების მკვეთრი შემცირება მთელ მსოფლიოში. ეკონომიკური შესაძლებლობების არქონასა და სოციალურ ხარვეზებს დაემატა მზარდი ეკოლოგიური კატასტროფის შიშიც. ამან გამოაღვიძა თაობა, რომელსაც ერთდროულად სასოწარკვეთა და მკვეთრი ნაბიჯები ახასიათებს. სწორედ ამიტომ არ მცირდება ჰონკონგში, ბეირუთსა და სანტიაგოში დემონსტრანტების რაოდენობა, რომლებსაც არ ეშინიათ პოლიციელების წინააღმდეგ გამოსვლის, მიუხედავად ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიებისა. 

მეორე მხრივ, ამ კრიზისმა შეარყია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებში. ელიტებს მთელ მსოფლიოში უჭირთ გაამართლონ საკუთარი ძალაუფლება მოსახლეობის თვალში.

პროტესტის მონაწილეთა მთავარი მიზანი 

ჩვენ არ გვჭირდება წვრილმანი დათმობები და შეღავათები – აი, რას იმეორებენ ახალგაზრდები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გასაპროტესტებლად გამოვიდნენ – ჩვენ გვჭირდება საერთოდ სხვა სისტემა.

ყველაზე ნათლად ეს პოზიცია ფორმულირებულია ჩილეში მიმდინარე პროტესტის ყველაზე პოპულარულ ლოზუნგში – „საუბარია არა 30 პესოზე, არამედ 30 წელზე! (30 პესო – ეს არის ის თანხა, რითაც გაიზარდა ჩილეში მეტროს საფასური, რაც გახდა მღელვარების ფორმალური მიზეზი; 30 წელი – ის პერიოდია, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა ახლანდელი არასამართლიანი სახელმწიფო წყობილება).

The Guardian-ის სვეტის ავტორი, ჯეკ შენკერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიის იშვიათ მომენტში, როდესაც იცვლება კაცობრიობის არსებობის გლობალური წესები. და ახალი თაობა არ დაიღლება პროტესტისგან, სანამ თავისას არ მიაღწევს, რადგან გრძნობს, რომ მისი მოთხოვნები სამართლიანია.


ასევე წაიკითხეთ