მოლდოვას ენერგეტიკული პრობლემები ფრიად პოლიტიკური ხასიათსაა " />

ვინც ბუნებრივ აირს იძლევა – ბატონიც ის არის: მოლდოვასა და რუსეთის მაგალითზე

მოლდოვას ენერგეტიკული პრობლემები ფრიად პოლიტიკური ხასიათსაა

 გაზსადენის გახსნა 2014 წელს. ფოტო: profit.ro

ZdG

მოლდოვას თავის საკუთრი გაზსადენი აქვს რუმინეთის გავლით. ქვეყანა „ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის“ წევრია. და მაინც, მოლდოვა  100 პროცენტით რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას აგრძელებს. რატომ ხდება ეს?

 როგორ იქმნებოდა „გაზპრომის“ მონოპოლია

მოლდოვას ბუნებრივი აირის ბაზარს აკონტროლებს სააქციო საზოგადოება „მოლდოვაგაზი“, რომელიც 1999 წელს შეიქმნა მოლდოვასთვის საკმაოდ სამწუხარო შედეგებით.

 

თვიდან სახელმწიფო კონცერნი „მოლდოვაგაზი“ გააერთიანეს მოლდოვურ-რუსულ „Aprogaztranzit“-თან. შემდეგ დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ მოლდოვას რუსული ბუნებრივი აირის დავალიანება უნდა გადეხადა. გადახდა კონცერნში აქციის დათმობით მოხდა. საბოლოოდ აქციების 50 პროცენტი „გაზპრომის“ საკუთრებაში გადავიდა, 13,4 პროცენტი პრიდნესტროვიის არაღიარებული რესპუბლიკის ადმინისტრაციას ერგო.

და მოლდოვას დარჩა აქციების მხოლოდ 35,5 პროცენტი ერთადერთ კომპანიაში, რომელიც ქვეყნის ბაზარს ბუნებრივი აირით ამარაგებს – „გაზპრომი“ კი მოლდოვაში ბუნებრივი აირის ერთადერთ მიმწოდებლად იქცა.

რუმინეთის გავლით გაზსადენი: გახსნილია, მაგრამ უსარგებლო

რუსულ ბუნებრივ აირზე სრული დამოკიდებულება მოლდოვას ხელისუფლებას, დიდი ხანია, სტიმულს აძლევდა, რომ გამოსავალი ეძებნა. ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში მოლდოვამ რუმინეთის სატრანსპორტო ქსელებთან მიერთება დაიწყო და “ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში“ გაწევრიანდა.

2014 წლის 27 აგვისტოს, მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს, დიდი პომპეზურობით გაიხსნა მილსადენი იასი(მოლდოვა) – უნგენი (რუმინეთი),  სიგრძე 43 კმ, მათ შორის 11 კმ მოლდოვას ტერიტორიაზე.

თუმცა, ორი წელიწადი გავიდა, და მილსადენი, პრაქტიკულად, ისევ ცარიელია. 2017 წელს მხოლოდ 1, 2 მილიონი კუბომეტრი რუმინული ბუნებრივი აირი გადაიგზავნა მდინარე პრუტის გავლით – ეს კი მოლდოვასთვის საჭირო წლიური მოცულობის მხოლოდ 0,1 პროცენტია.

პრობლემა დაფინანსების არარსებობაა: მილსადენის აგება – ეს  საქმის მხოლოდ ნახევარია.

„იმისთვის, რომ მილსადენი იასი-უნგენი მართლაც სიტუაციიდან გამოსავლად იქცეს, საჭიროა მსხვილი ინვესტიციები როგორც რუმინეთის, ისე მოლდოვას მხრიდან“, – ამბობს ვიქტორ პარლიკოვი, განვითარების ინსტიტუტისა და სოციალური ინიციატივების ექსპერტი, ენერგეტიკის დარეგულირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

ბუნებრივი აირი – როგორც გეოპოლიტიკა

 მოლდოვას ხელისუფლება პირობას დებს, რომ რუმინული ბუნებრივი აირი ქვეყანაში არაუგვიანეს სამი წლის შემდეგ შემოვა. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან ან რომელი ინვესტიციები შემოვა, ჯერჯერობით ბუნდოვანია, სახელდება    ზოგიერთი „ევროკავშირის ფინანსური სტრუქტურა“.

„ჩვენ გვქონდა  ბუნებრივი აირის შუა ზამთარში  გამორთვის შემთხვევები. იყო ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ბუნებრივი აირის დავალიანებით გვაშანტაჟებდნენ. ბევრი მიზეზი გვქონდა იმაში დასარწმუნებლად, რომ (ბუნებრივი აირის მონოპოლიას) რუსეთის ფედერაცია მოლდოვაში პოლიტიკური კონტროლის იარაღად იყენებს“, – ამბობს ვიქტორ პარლიკოვი.

„რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ურთიერთობების ევოლუციის მიუხედავად, მოლდოველი მომხმარებლები, შიდამეურნეობები და მრეწველობა მხოლოდ მოიგებენ უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიწოდებით“, – ნათქვამია მოლდოვური  Expert Group-ის და რუმინული Expert Forum-ის ერთობლივ მოხსენებაში.

მაგრამ ახალი მილსადენის ამოქმედება თავისთავად ვერ გადაწყვეტს  ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის პრობლემას მოლდოვასთვის. ენერგეტიკულად დამოუკიდებელი რომ გახდეს, მოლდოვამ „გაზპრომს“ კიდევ 6,5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს, ოღონდ ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, კიშინიოვში ჯერ არ იციან.

                              6,5 მილიარდი დოლარი ტერიტორიული მთლიანობისთვის

„მოლდოვაგაზის“ „გაზპრომისადმი“დავალიანება ხსენებულ 6,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, თანაც მისი გიგანტური ნაწილი – 6 მილიარდი, ეს რეგიონ პიდნესტროვიეს ვალია.

პრიდნესტროვიის რესპუბლიკამ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1990 წელს, თუმცა დღემდე არავის უღიარებია, და საერთაშორისო საზოგადოებრიობის (მათ შორის რუსეთის) მიერ მოლდოვას ნაწილად მიიჩნევა.

2017 წლის იანვარში მოლდოვას ახალარჩეული პრეზიდენტი იგორ დოდონი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, და იქ განაცხადა, რომ პიდნესტროვიის „აირის“ დავალიანება „მოლდოვას ვალის“ ნაწილია.

პრეზიდენტის ამ განცხადებამ კრიტიკის ტალღა წარმოშვა მოლდოვაში როგორც  საზოგადოების, ისე   ხელისუფლების მხრიდან.

„იურიდიული თვალსაზრისით, ეს არის „მოლდოვაგაზის“ „გაზპრომისდამი“კერძო დავალიანება, თანაც ეს უკანასკნელი „მოლდოვაგაზის“ ყველაზე მსხვილი აქციონერია“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ოკტავიან კალმიკმა ტელეეთერით.

„მოლდოვაგაზის“ წარმომადგენლები ამ საკითხზე მსჯელობაზე უარს აცხადებენ. ასე რომ, ალბათ ეს საკითხი ჯეჯერობით  შეიძლება ღიად ჩაითვალოს.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ