პრობლემები აქ წლების განმავლობაში გროვდებოდა. ზოოპარკის დირექტორი გადადგა, მაგრამ ამან მხოლოდ გაურკვევლობა გაზარდა" />

დაუსრულებელი დაავადებები და ცხოველთა სიკვდილი. თითქმის დეტექტიური ისტორია ერევნის ზოოპარკიდან

პრობლემები აქ წლების განმავლობაში გროვდებოდა. ზოოპარკის დირექტორი გადადგა, მაგრამ ამან მხოლოდ გაურკვევლობა გაზარდა

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

2019 წლის დეკემბერში, ერევნის ზოოპარკში, ისევ დანაკარგი იყო. ამჯერად, ნიამორი დაიღუპა. ეს ცხოველი სომხეთის წითელ წიგნშია შეტანილი. ზოოპარკის მთავარ ვეტერინარს მისი გარდაცვალების ყველაზე რეალურ მიზეზად ასაკი მიაჩნია. მაგრამ ეს დადასტურებული არ არის, რადგან ჯერ ისევ არ არის ცნობილი ანალიზების პასუხები.

ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში, მაწანწალა ძაღლებმა სამი კენგურუ და სამი მუფლონი დაგლიჯეს. ამ შემთხვევებმა შეძრა ერევნის მცხოვრებლები. მათ განუმარტეს, რომ იმ საათებში ზოოპარკში უბრალოდ დაცვა არ იყო და რომ აუცილებელია პარკის გარშემო გალავნის აშენება, რისთვისაც ფული არ აქვთ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დაავადებებმა, მოწამვლამ და სხვა უცნაურმა, ჯერ კიდევ გაურკვეველმა გარემოებებმა 2018 წელს, ზებრის, დათვის, ნიანგის, ნიამორისა და სამი ვეფხვის სიკვდილი გამოიწვია. ლამა, კამერუნის თხა, ირემი და არჩვი კი ტუბერკულოზმა იმსხვერპლა.

რა ხდება პარკში, რატომ დაიღუპა ამდენი ცხოველი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ვინ არის დამნაშავე და როგორ შეიძლება სიტუაციის გამოსწორება? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, სპეციალისტების მოსაზრებები კი განსხვავდება.

• ცხოვრება თავისუფლებასა და ტყვეობაში. ვიდეო და ფოტო ერევნის ზოოპარკიდან

• ადამიანი ძაღლის მეგობარია? აფხაზეთში მაწანწალა ცხოველებს ხოცავენ

• 90 წამი: ოთხი წელი თბილისის წყალდიდობიდან

ურთიერთბრალდებები

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

მაწანწალა ძაღლების თავდასხმის შემდეგ, რუბენ ხაჩატრიანი, რომელიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ზოოპარკს, თანამდებობიდან გადადგა.

მან უარი განაცხადა JAMnews-ისთვის ინტერვიუს მიცემაზე, ასევე, უარი თქვა პოსტიდან წასვლის მიზეზებსა და მის მიმართ არსებული ბრალდებების კომენტირებაზე.

ბრალდებებს კი რუბენ ხაჩატრიანს უკვე წელიწადზე მეტია უყენებენ მის მიერვე გათავისუფლებული ზოოპარკის თანამშრომლები.

მათ არაერთი აქცია გამართეს დირექტორის გადაყენების მოთხოვნით, პოლიციასაც კი მიმართეს და წარუდგინეს ხაჩატრიანის წინააღმდეგ 13 პუნქტისგან შემდგარი ბრალდებების დოკუმენტი. მათ შორის, წინასწარგანზრახული მავნებლობა: მგლების მოწამვლა, ლომის მოკვლა – რომელიც ჯერჯერობით დაუდასტურებელია.

ყოფილი თანამშრომლები, რუბენ ხაჩატრიანის მუშაობის ავტორიტარულ მეთოდზე ჩიოდნენ, რომელიც ძირითადად არ ითვალისწინებს სპეციალისტების მოსაზრებებს. არსებობს ვერსია იმის შესახებაც, რომ დირექტორი სპეციალურად ანადგურებდა ცხოველებს, რათა ზოოპარკის ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოეყენებინა.

თუმცა, ზოოპარკის ახლანდელი თანამშრომლები მხარს უჭერენ უკვე ყოფილ დირექტორს. მათ მერიას წერილიც მისწერეს და სთხოვეს, არ დაეკმაყოფილებინათ ხაჩატრიანის გადადგომის შესახებ განცხადება. ისინი ვარაუდობენ, რომ ცხოველების სიკვდილი და მაწანწალა ძაღლების თავდასხმა, მათი ყოფილი კოლეგების ორგანიზებულია და გამოყენებულია, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა, ხაჩატრიანის გადადგომის შემდეგ, დარჩა მხოლოდ გაურკვევლობა. ჯერჯერობით სიტუაციის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები არ ჩანს.

დაღუპული კენგურუსა და სხვა ცხოველების შესახებ

„ძალიან ცუდად ვიყავი, სევდიანი და მოწყენილი, როდესაც გავიგე, რომ კენგურუ დაიღუპა. ახლაც კი არ შემიძლია ამაზე მშვიდად საუბარი“, – ამბობს ლიანა ბადალიანი, რომელიც ბოლო წლებში ამ ცხოველებთან მუშაობდა.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու, Երևան, Հայաստան

ლიანა ბადალიანი უკვე ხუთი წელია ზოოპარკში მუშაობს. ფოტო: JAMnews

კენგურუები სომხეთში მოლდოვიდან ჩამოვიდნენ, მოასწრეს ადაპტირება და ზოოპარკის თანამშრომლებს ენდობოდნენ კიდეც.

„ყველაზე მეტად, საკუთარ თავზე მეტად უყვარდათ სიმინდი. როგორც კი ერთ-ერთი მათგანი სიმინდის ჭამას იწყებდა, სხვებიც მორბოდნენ. და მართალია, საცოდავს გაზიარება არ უნდოდა, მაინც ისე ეჭირა, რომ სხვებსაც ეჭამათ“, – ჰყვება ლიანა.

ის უკვე ხუთი წელია ზოოპარკში მუშაობს. ახლა მაიმუნებზეა პასუხისმგებელი. ამბობს, რომ ქცევებით შეუძლია განსაზღვროს ცხოველების ხასიათი ან მათი პრობლემები.

„როდესაც ცხოველებთან ურთიერთობ, ძალიან სწრაფად იწყებ ხასიათის ცვლილებების შემჩნევას. ისიც კი იცი, რომ აი, ამ მაიმუნს არ უყვარხარ და თუ დღეს ამას არ ავლენს, ე.ი. რაღაც სჭირს. მაგალითად, მე ერთ-ერთ მაიმუნს არ მოვწონვარ და როგორც კი ვუახლოვდები, ჩემს დაჭერასა და დარტყმას ცდილობს“, – ჰყვება ლიანა, რომელიც ყოველგვარი წყენის გარეშე იღიმება.

ამბობს, რომ ცხოველები ძალიან მგრძნობიარეები არიან, ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც უახლოვდება, თავის აღსაზრდელებს თხილს, ხურმას ან ვაშლს აჭმევს.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

ამ მაიმუნს ლიანა არ მოსწონს, მაგრამ ზოოპარკის თანამშრომელს ეს არ წყინს. ფოტო: JAMnews

დაუსრულებელი რეფორმები

ზოოპარკის თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ყოფილმა დირექტორმა მასშტაბური რეფორმები, განვითარების პროგრამები და კეთილმოწყობა დაიწყო. კერძოდ, ცხოველებისთვის აშენდა ვოლიერები, რათა მათი საცხოვრებელი პირობები მაქსიმალურად მიახლოებულიყო რეალობას.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

პარკის ბინადრები ყურადღებით სწავლობენ სტუმრებს. ფოტო: JAMnews

ზოოპარკის მთავარი ვეტერინარი, რომელიც აქ უკვე რვა წელია მუშაობს, დადებით მაგალითებზე საუბრისას, კლინიკის მშენებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„როდესაც აქ დავიწყე მუშაობა, მხოლოდ ერთი კარადა იყო. ეტაპობრივად შეიქმნა თანამედროვე პირობები ცხოველთა სამკურნალოდ“.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

ვეტერინარი ლელიანის კატას იკვლევს. ფოტო: JAMnews

ვეტერინარს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია უცხოელ სპეციალისტებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარების რეალიზაციის პროგრამა. ამ ყველაფერს კოორდინირებას უწევდა გადამდგარი დირექტორი, რუბენ ხაჩატრიანი და ახლა უცნობია, გაგრძელდება თუ არა თანამშრომლობა.

არტურ ოვანესიანი ამბობს, რომ, მაგალითად, ბოლო წლებში, ზოოპარკში ჩამოდიოდნენ სპეციალისტები ინგლისიდან, რომელთაც 20 ცხოველს აღმოუჩინეს სტომატოლოგიური დახმარება:

„ეს იყო დიდი და ძვირადღირებული სამუშაო. თუკი ზოოპარკი არ ითანამშრომლებს კოლეგებთან, თუკი უცხოელი სპეციალისტები არ ჩამოვლენ გამოცდილების გასაზიარებლად, ზოოპარკი იზოლაციაში აღმოჩნდება“.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

ზოოპარკში 190-ზე მეტი სახეობის ცხოველსა და ფრინველს უვლიან. ფოტო: JAMnews

ვეტერინარს გაზვიადებულად მიაჩნია ცხოველთა გადაჭარბებულ სიკვდილიანობაზე საუბარი. ამტკიცებს, რომ ეს მაჩვენებლები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საშუალოზე დაბალია:

„ცხოველთა გარდაცვალების შემთხვევები ყოველთვის იყო. ზოოპარკი – ორგანიზმია, სადაც იბადებიან, ცხოვრობენ და იღუპებიან. ნებისმიერ ცოცხალს ორგანიზმს – საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს. ასევე, არსებობს დაავადებები, რომლის პრევენცია შეუძლებელია. ხდება, რომ ცხოველებს თავს ესხმიან სხვა მხეცები ან ისინი თავად აზიანებენ ერთმანეთს“.

ექსპერტის მოსაზრება

ვეტერინარი, „ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ფონდის“ ხელმძღვანელი, მანუკ მანუკიანი მიიჩნევს, რომ პარკის შემდეგმა ხელმძღვანელმა წინამორბედის შეცდომების შესახებ უნდა იცოდეს:

„ზოოპარკის მართვასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება დირექტორის მიერ ერთპიროვნულად მიიღებოდა და არ თანხმდებოდა სპეციალისტებთან, რომელთაც ურთიერთობა აქვთ ველურ ცხოველებთან – ასეთი სპეციალისტები აქ არც იყვნენ.

აუცილებელია ექსპერტთა კომისიის შექმნა. ყველა საკითხი, რომელიც ცხოველებს უკავშირდება, უნდა განიხილონ სომეხ სპეციალისტებთან ერთად, რამდენადაც ადგილობრივი ზოოლოგები იცნობენ ცხოველებისა და ლანდშაფტის თავისებურებებს“.

მისი თქმით, ზოოპარკის შემოღობვის პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო და გაუმართლებლად დიდი ვოლიერების აშენების ნაცვლად, აჯობებდა, თანხები ამ პრობლემის გადაჭრაზე დახარჯულიყო.

ექსპერტს მაგალითად მოჰყავს ლომების ვოლიერი. ამბობს, რომ მის მშენებლობაზე უზარმაზარი თანხები დაიხარჯა. ამასთან, შესაძლოა, ვოლიერი ორჯერ პატარა ყოფილიყო, რადგან ლომები ყველაზე მოძრავი ცხოველები ნამდვილად არ არიან. დანარჩენი თანხა კი შესაძლოა გამოყენებულიყო ზოოპარკის ღობის მშენებლობაზე.

მანუკ მანუკიანი ამტკიცებს, რომ ზოოპარკში, ვოლიერების ლანდშაფტიც არ შეესაბამება სტანდარტებს. მაგალითად, დათვები – მოძრავი ცხოველები არიან და იმის გამო, რომ მათი ვოლიერი ფერდობზეა, შეუძლიათ დაშალონ, გაანადგურონ თავიანთი ღობე და გარეთ აღმოჩნდნენ.

Երևանի կենդանաբանական այգի, կենդանիների անկում, թափառող շներ, ազատավանդակ, ցանկապատ, տնօրեն, հրաժարական, անասնաբույժ, Կարմիր գիրք, բեզոարյան այծ, մուֆլոն, կենգուրու

დათვების ვოლიერი. ფოტო: JAMnews

„ასევე, არის მუფლონების ვოლიერის ღობის დანგრევის საფრთხე და ცხოველები ერევნის ქუჩებში აღმოჩნდებიან“, – ამბობს ვეტერინარი.

რა იქნება მომავალში

ამ ეტაპზე, ზოოპარკის საზღვრები ზუსტდება. როგორც ირკვევა, აქ მიწის ნაკვეთები სხვადასხვა ორგანიზაციამ მიიტაცა და მერია მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ტერიტორია გაათავისუფლოს. მას შემდეგ, რაც ზოოპარკის საზღვრები საბოლოოდ გაირკვევა, მერია აპირებს, ბოლოს და ბოლოს, პარკს ღობე შემოარტყას. სავარაუდო ვადებია – 2020-2021 წლები.

ერევნის ზოოპარკს, დაახლოებით, 35 ჰექტარი მიწის ფართობი უკავია. აქ 180-ზე მეტი სახეობის ცხოველი ცხოვრობს.

პარკი 1940 წელს შეიქნა და არსებობის 80 წლის განმავლობაში, ღობე არასოდეს ჰქონია.

დათვების ვოლიერი. ფოტო: JAMnews


ასევე წაიკითხეთ