ამით უკმაყოფილოები არიან ისინიც, ვინც საშუალოზე მაღალ ხელფასს იღებს, მოგებული კი მხოლოდ ისაა, ვისაც მცირე ხელფასი აქვს" />

გადასახადების ახალი სისტემა სომხეთში საშუალო ფენას აზარალებს

ამით უკმაყოფილოები არიან ისინიც, ვინც საშუალოზე მაღალ ხელფასს იღებს, მოგებული კი მხოლოდ ისაა, ვისაც მცირე ხელფასი აქვს

სომხეთში დარეგისტრირებულ მოსამსახურეთა ხელფასები იცვლება საგადასახადო ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა. დასაქმებულები, რომელთა ხელფასი 150 ათას დრამზე (310$) ნაკლებია, საშემოსავლო გადასახადის უფრო ნაკლებ პროცენტს გადაიხდიან, ვიდრე ადრე. მათთვის 24,4%-იანი გადასახადი 23%-მდე შემცირდება.

ხოლო მათთვის, ვისაც ხელფასი უფრო მაღალი აქვს, გადასახადი გაიზარდა:

150 ათასი დრამიდან 2 მილიონამდე (4140$) ხელფასის შემთხვევაში – 28% (ადრე 26%).

2 მილიონზე მეტი ხელფასის შემთხვევაში  – 36% შენარჩუნდა.

საშემოსავლო გადასახადის გარდა სომხეთში ყოველი დასაქმებული იხდის 1000 დრამს (2$-მდე) სამხედრო მოსამსახურეების ფონდში. ასევე ყველა, ვინც 1974 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიბადა,  5%-ს საპენსიო ფონდში იხდის.

საბოლოოდ, გამოდის, რომ დასაქმებული, რომლის ხელფასი 150 ათასი დრამია, გადასახადების გადახდის შემდეგ  107 ათასს აიღებს:

  • 34500 დრამი – საშემოსავლო გადასახადი,
  • 7500 დრამი – საპენსიო დაგროვების ფონდში,
  • 1000 დრამი – სამხედრო მოსამსახურეთა ფონდში.

ამ ცვლილებების წინააღმდეგ, პირველ რიგში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ, რადგან ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს სომხეთში ყველაზე მაღალი ხელფასები აქვთ.

„იძულებულებს გვხდიან  შავ ბაზარზე გადავინაცვლოთ. სახელმწიფო ამბობს, მოდით, დავიმონოთ ეს ხალხი. ზეწოლას ახდენს ადამიანებზე და აიძულებს წავიდნენ ქვეყნიდან. მაგრამ სწორედ ამ ადამიანების მხრებზე დგას ეს სფერო. სახელმწიფო ხელოვნურად უქმნის პრობლემებს მომუშავე ადამიანებს.“ – განაცხადა საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოების ხელმძღვანელმა კარენ ვარდანიანმა.

ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ საგადასახადო ტვირთი ასეთი მექანიზმის დროს სამართლიანად ნაწილდება: ისინი, ვისაც დაბალი ხელფასი აქვთ, იხდიან ცოტას, ვისაც მაღალი – მეტს. ამის გარდა, მოსალოდნელია ზოგადად საშემოსავლო გადასახადების არა თუ კლება, არამედ, დაახლოებით 6%-ით მომატება.

ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ფასების მოსალოდნელი ზრდის ფონზე სიტუაცია საშუალო კლასს დაარტყამს და ხალხის მსყიდველობითუნარიანობა  დაქვეითდება.

„ეკონომიკური პოლიტიკის მახვილი მიმართულია საშუალო კლასის წინააღმდეგ, რომ არ ჩამოყალიბდეს. ეს მოსვენებას არ აძლევს მათ პოლიტიკურ მიზნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საშუალო ფენა, რომელიც მუდამ ეკონომიკის ლოკომოტივია, ამის გარეშე დარჩება. თვითმავალი ძალა – ნორმალური, დემოკრატიული ეკონომიკაა. ასეთ, ავტოროტარულ სისტემებს კი საშუალო კლასი უშლის, რადგან მისი აქტიურობა ყოველთვის აფერხებს მმართველ სისტემას, ამიტომ ისრები იხრება მისკენ, რადგან არ გაიმართოს, არ გაეზარდოს შემოსავალი და არ ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები, მიდგომები და მიზნები “, – ამტკიცებს ეკონომისტი ვააგნ ხაჩატრიანი.


ასევე წაიკითხეთ