სომხური მხარე საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ისინი ირანთან თანამშრომლობდნენ. სომხური კომპანიების ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს" />

აშშ-მ ორი სომხური კომპანიის მიმართ სანქციები დააწესა

სომხური მხარე საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ისინი ირანთან თანამშრომლობდნენ. სომხური კომპანიების ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს

„ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებათა სამეცნიერო ინსტიტუტი“ და კომპანია „მარკელი“  აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს შავ სიაში მოხვდნენ. ამ კომპანიების მიმართ სანქციები დაწესდება.

სომხეთი ირანიდან 500 სახეობის საქონელზე მეტის შემოტანაზე შეღავათს მიიღებს

რაში სჭირდებათ ირანელებს სომხეთი?

 ზუსტად რაში ადანაშაულებენ სომხურ კაპიტალს

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ორი ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურა ირანთან ვაჭრობას აწარმოებდა. კერძოდ, შეტყობინებაში იუწყებიან, რომ „ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებათა სამეცნიერო ინსტიტუტი“,  აუცილებელი ლიცენზიის გარეშე, აშშ-ს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს „კომერციული კონტროლის“ სიაში შესულ საქონელს იღებდა და მის რეკონსტრუირებას ახდენდა. (თუკი საქონლის სახელწოდება „კომერციული კონტროლის სიაშია“ შესული, მას სათანადო ლიცენზია უნდა ჰქონდეს. ამ საქონლის შეტანა და გატანა სახელმწფოს მიერ კონტროლდება).

აღინიშნება, რომ  ამ ორი კომპანიის მმართველი პირი ბიზნესს აწარმოებს ირანულ კომპანიასთან, რომელიც აშშ-ს შავ სიაშია. აშშ-ს შავ სიაში შეჰყავს ყველა ის კომპანია, რომელიც, ხელისუფლების აზრით, აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება ან საფრთხეს უქმნის.

აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ირანთან აქტიურად თანამშრომლობენ,  აქტიურად წესდება სანქციები. ტრამპი ცალმხრივად გამოვიდა ირანის ბირთვული შეზღუდვის პროგრამიდან, რამაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გამოიწვია.

რას ფიქრობენ ამის შესახებ საკუთრივ კომპანიები

დახურული სააქციო საზოგადოება „ერევნის კავშირგაბმულობის საშუალებათა სამეცნიერო ინსტიტუტი“ და დახურული სააქციო საზოგადოება  „მარკელი“ ერთმანეთთან დაკავშირებული სტრუქტურებია. მათ ხელმძღვანელობს მგერ მარკოსიანი, რომელიც შექმნილ სიტუაციას გაუგებრობად აფასებს.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის თქმით, ირანულ კომპანიებთან ვაჭრობა არც ერთ სტრუქტურას არ ჰქონია:

 „ინსტიტუტს არასდროს ჰქონია სავაჭრო კავშირები. ირანისთვის არაფერი მიგვიყიდია. სანქციების ქვეშ მოხვედრილ სტრუქტურებს სხვადასხვა მიმართულება აქვთ. იმედია, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება“.

ინსტიტუტი რადიოტექნიკური აღჭურვილობის კონსტრუირებითა და წარმოებითაა დაკავებული. პროდუქციის ექსპორტირება ევროპულ ქვეყნებში, ჩინეთსა და აშშ-ში ხდება. სანქციების დაწესების შემდეგ ეს ორი კომპანია შეერთებულ შტატებთან არათუ ვაჭრობის წარმართვას ვერ შეძლებს, არამედ ვერც – წარმოებისთვის საჭირო დეტალების იქ შეძენას. მგერ მარკოსიანი აღიარებს, რომ ეს მათ ცხოვრებას ურთულებს, თუმცა კომპანიები მუშაობას გააგრძელებენ:

 „დეტალებს სხვა ქვეყნებში შევიძენთ. შესაძლოა, ოდნავ ძვირად, მაგრამ საშიში არაფერია. პროდუქციას სხვა ქვეყნებში გავყიდით“.

ამის მიუხედავად, კომპანიების ხელმძღვანელი აპირებს, რომ სომხეთში აშშს-ს ელჩს სიტუაციაში გარკვევის თხოვნით მიმართოს.

       ეს სანქციების პირველი შემთხვევა არ არის

სომხური კომპანიები ამერიკული სანქციების ქვეშ პირველად არ მოხვედრილან. მანამდე, ირანულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამო, სანქციების სიაში კიდევ ორი კომერციული ორგანიზაცია მოხვდა. როგორც ამერიკის მცოდნემ სურენ სარგსიანმა JAMews-ს განუმარტა, ამერიკული კაპიტალისთვის „ფარულ“ საფრთხეს შეიძლება არამხოლოდ ირანული, არამედ რუსული კომპანიებიც წარმოადგენდეს:

 „ამერიკული სანქციების ქვეშ ასობით რუსული კომპანია და კერძო პირი მოხვდა. თუკი სომხური კომპანიები მათთან თანამშრომლობაზე წავლენ, ისინი ასევე შავ სიაში მოხვდებიან. იგივე ეხება ირანსაც“.

ექსპერტი ამბობს, რომ სანქციებმა, შესაძლოა, ამ კომპანიების საბანკო ანგარიშების გაყინვა და საერთაშორისო გარიგებების დადების აკრძალვა გამოიწვიოს.


ასევე წაიკითხეთ