ისინი ფასიანი გაკვეთილების ჩატარებას და საკუთარი პროდუქციით ვაჭრობას შეძლებენ" />

აზერბაიჯანის საშუალო სკოლები მეწარმეობის უფლებას მოიპოვებენ

ისინი ფასიანი გაკვეთილების ჩატარებას და საკუთარი პროდუქციით ვაჭრობას შეძლებენ

აზერბაიჯანის საშუალო სკოლები ფულის მიღებას ადრინდელივით არამხოლოდ ბიუჯეტიდან შეძლებენ, არამედ, მეწარმეობის წყალობით, დამოუკიდებლადაც მოახერხებენ გამომუშავებას. ამას ითვალისწინებს „ზოგადი განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტის 31-ე მუხლი, რომელიც ქვეყნის პარლამენტის მიერ წინასწარი წაკითხვით უკვე მიღებულია.

ამ შემთხვევაში, მეწარმეობად მოიაზრება:

 

  • ფასიანი გაკვეთილები;
  • იჯარა;
  • დამხმარე მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა;
  • მოსწავლეების მიერ დამზადებული ნაკეთობების გაყიდვა.

• სექს-სკანდალები აზერბაიჯანის სკოლებში 

ზუსტად რა სახის მეწარმეობით შეუძლია დაკავდეს თითოეული სკოლა, ამას ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლებები გადაწყვეტენ, და ამავდროულად, სასწავლო პროცესიც პრიორიტეტულად დარჩება.

ამ გზით მიღებული შემოსავალი „განათლების განვითარებასა და თანამშრომელთა სოციალურ დაცვას“ უნდა მოხმარდეს. ანუ, გამომუშავებული ფული სკოლებს უნდა დაეხმაროს, რათა თავად, სახელმწიფოსგან ან მშობლებისგან მიღებული დახმარების გარეშე, შეძლონ ზოგიერთი ხარჯის დაფარვა.


ასევე წაიკითხეთ