გამქრალი რკინიგზა - ფოტოისტორია საქართველოდან
ეს ყოფილი საბავშვო რკინიგზაა ქალაქ რუსთავში, რომელსაც სიამოვნებით იხსენებს ბევრი ადგილობრივი მცხოვრები
ის 1986 წელს გაიხსნა და უჩვეულო პროექტი იყო. მისი სიგრძე მთელ ხუთ კილომეტრს შეადგენდა
მატარებლის შემადგენლობა ნამდვილი სადგურიდან გადიოდა და შემდეგ გარკვეული დრო მინდორში მიდიოდა
შემდეგ ხიდით გადადიოდა ტბაზე, რომელსაც „კუკუშკა“ ერქვა და ეშვებოდა მდინარე მტკვრისკენ
აქ მარცხნივ უხვევდა, დაახლოებით 200 მეტრი მდინარის გასწვრივ მიდიოდა და ტყეში შედიოდა
შემდეგ კიდევ ცოტა ხანი მინდორში მიდიოდა და ხელოვნურ გვირაბში შედიოდა, რომლის სიგრძეც ნახევარი კილომეტრი იყო
განსაკუთრებით საინტერესო იყო ლოკომოტივი და ორი ღია სამგზავრო ვაგონი
საღამოობით მატარებელი პატარა, მაგრამ ნამდვილ დეპოში შედიოდა
როგორც ჩანს, სწორედ ამ დეპოს, ლოკომოტივისა და ვაგონების სიმყუდროვემ გაუჩინა 1990-იან წლებში მეწარმეებს უჩვეულო იდეა
პოსტსაბჭოთა პერიოდის კოლაფსი უკვე დაწყებული იყო
რკინიგზა ამ დროისთვის უკვე მიტოვებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადაქცეულიყო ისეთ აპოკალიფსურ ადგილად, როგორიც დღესაა
ლოკომოტივი და ვაგონები უკვე ჟანგიანი და ჭუჭყიანი იყო, მაგრამ ჯერ ისევ მყარი.
და, როგორც რუსთაველები გვიყვებიან, აქ გარკვეული დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა საიდუმლო მინიკინოთეატრი „უფროსებისთვის“, სადაც ეროტიკულ ფილმებს უჩვენებდნენ
ახლა სადგური თანდათან ჭაობში იძირება
მხოლოდ რკინიგზის გასწვრივ არსებულმა ვიწრო ზოლმა მისცა ობიექტთან მიახლოების საშუალება JAMnews-ის ფოტოგრაფს
საბავშვო რკინიგზის აღდგენის მცდელობა იყო
2002 წელს საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, „ქართულ-ამერიკულმა კლუბმა“, აქ გასართობი კომპლექსის მოწყობის სურვილი გამოთქვა, რომლისთვისაც „აიოვის პარკის“ დარქმევას აპირებდნენ
გაასუფთავეს ტერიტორია, დაიწყეს ხეების დარგვა, სადგური და ვაგონებიც კი შეღებეს
მაგრამ ამის შემდეგ ყველაფერი შეჩერდა