თითოეული მეტნაკლებად წესიერი რესტორანი საკუთარ წვეულებას მართავს – “თამაშობებითა და ალქაჯებით”. სადღესასწაულო ბავშვებისა და უფროსებისთვის გამართული წვეულებები, რომელთა ფასებიც რამდენიმე ათეული დოლარიდან “პლუს უსასრულობამდე” “ვარირებს”. კაფეებში მორთული ჩონჩხებისა და გოგრების დიდი რაოდენობაა. მენიუც სპეციფიკურია. მოკლედ, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. ამჯერადაც ეშმაკეულები იმარჯვებენ.
სრულიად არააზერბაიჯანული და არამუსლიმური დღესასწაული სულ უფრო მეტად იღებს “სახალხო ზეიმის” სახეს – ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქში მაინც. წელს გრიმით მორთული და კოსტუმებში გამოწყობილი ახალგაზრდობა ყოველგვარი მორიდების გარეშე სეირნობდა ქუჩაში. საბედნიეროდ, ყველაზე უფრო პესიმისტური მოლოდინები არ გამართლდა და მოკლე შორტებში გამოწყობილი “ჰარლი ქვინებით” არ გაივსო ყველა კლუბი. სამაგიეროდ, ძალიან ბევრი “ჯოკერი” იყო, რადგან მის განსახიერებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. თუ არ იცით, საიდან გაჩნდნენ ეს პერსონაჟები, შეგიძლიათ, ეს სტატია წაიკითხოთ.
Erbi book cafe
აქ უკვე ჩაატარეს რამდენიმე “ქოსფლეი” ფესტივალი, ამიტომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა – მათ უკვე აქვთ სათანადო გამოცდილება. ბეიაზ ალიევის გარდა, რომელმაც ნამდვილი, ბენზინჩასხმული ბენზოხერხი მოიტანა, რომ განესახიერებინა ფსიქოპათი ფილმიდან “ტექსასური ხოცვა-ჟლეტა ბენზოხერხით”
Dejavu
პაბი, რომელიც ადგილობრივი როკჯგუფების კონცერტების წყალობითაა პოპულარული ახალგაზრდებს შორის. კოსტუმების მომზადებაზე დიდი დრო არ დაუხარჯავთ – ძირითადად, გრიმითა და ნიღბებით იყვნენ მოსულები.
დაახლოებით იგივე ხდებოდა დისკოთეკაზეც ( იმ ადგილს STOP ჰქვია). ახალგაზრდებს კოსტუმები ძალიან შეუშლიდათ ხელს, ამიტომ მხოლოდ “მაკიაჟითა” და ნიღბებით შემოიფარგლნენ.
Hard Rock cafe
ელიტური ადგილია და კოსტუმებიც შესაბამისი უნდა იყოს. ცნობილი ქსელის ფილიალი მცირე ხნის წინ გაიხსნა ბაქოში. ცხადია, ეს დაწესებულება დღესასწაულს სათანადოდ უნდა დახვედროდა – ოფიციანტებიც კოსტუმებში იყვნენ გამოწყობილები, სტუმრებს კი თავიანთი კოსტუმები წვრილმან დეტალებამდე გათვლილი ჰქონდათ.